განათლება საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.121.179-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
 
==განათლების ისტორია საქართველოში==
===ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები===
===ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული ქალაქები“ შესანიშნავი საზოგადოებრივი შენობებით, „გიმნასიონებით“. ანტიკური განათლების გავრცელებასა და მეცნიერული აზრის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა [[კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა|კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ]](III ს. II ნახევარი). IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა ეკლესიებთან სკოლების გახსნა. მაგრამ მალე უცხო დამპყრობთა შემოსევებმა, განსაკუთრებით კი არაბთა ბატონობამ, დიდი ხნით შეაფერხა ქართული კულტურის განვითარება. განათლების აღორძინება და ინტენსიური განვითარება დაიწყო XI-XII საუკუნეებში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში. შეიქმნა მეცნიერებისა და განათლების ისეთი კერები, როგორებიც იყო [[გელათის აკადემია]] და [[იყალთოს აკადემია]]. ამ დიდი საქმის მოსამზადებელი საფეხურები იყო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერები საქართველოს საზღვრებს გარეთ: [[ათონის ივერთა მონასტერი]] საბერძნეთში, [[პეტრიწონის მონასტერი]] ბულგარეთში და სხვა. XIII საუკუნიდან მოყოლებული ჯერ მონღოლთა ბატონობამ, ხოლო შემდეგ ირანისა და ოსმალეთის გამაპარტახებელმა შემოსევებმა დააქვეითეს და დასცეს კულტურა და განათლება საქართველოში.===
 
===ახალი ხანა===
XVII საუკუნის II ნახევრიდან შეიქმნა პირობები საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული გამოცოცხლებისთვის. XVIII საუკუნეში სახალხო განათლების საქმე ხელისუფლების საქმედ იქცა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო - 1755 წელს გაიხსნა თბილისის სემინარია, 1782 წელს კი-თელავის სემინარია, ითარგმნა და შეიქმნა სახელმძღვანელოები.