ქაქუცა ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

=== დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში ===
 
[[1917]] წელს [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. [[1918]] წელს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის [[პოლკოვნიკი]] გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. [[1919]] წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. [[სომხეთ-საქართველოს ომი]]ს და [[წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში|რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. [[1921]] წლის 25 თებერვალს [[წითელი არმია|წითელი არმიის]] მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, იყო [[ბათუმის ოლქისოლქი]]ს გენერალ-გუბერნატორის, [[ბენიამინ ჩხიკვიშვილი]]ს ადიუტანტი.
 
=== პარტიზანულ მოძრაობაში ===