გნოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
212.58.102.31-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ოქროს ბოტი-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.4]
 
ხაზი 16:
| commons =
}}
 
'''გნოლი''' ({{lang-la|Perdix perdix}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[ქათმისნაირნი|ქათმისნაირთა]] რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა — 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[ამიერკავკასია]]ში, [[წინა აზია|წინა]] და [[შუა აზია]]ში. [[საქართველო|საქართველოში]] ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული ([[კენკრა]], მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით ([[მწერები]]). ქვესახეობებიდან [[საქართველო]]ში გვხვდება [[ამიერკავკასიური გნოლი]] (Perdix perdix canescens).
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|193|ჟორდანია რ.}}
{{ქე|2|50|ჟორდანია რ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გნოლი“-დან