დარეჯანი (იმერეთის დედოფალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ნესტან დარეჯან დედოფალი
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|დარეჯან|დარეჯან}}
[[File:Darejan, Queen of Imereti 01.jpg|thumb|{{მმართველი|სახელი=ნესტან-დარეჯან ბაგრატიონი|ქვეყანა=იმერეთის სამეფო|თანამდებობა=დედოფალი|მმართველობის დასაწყისი=1629|მმართველობის დასასრული=1661|თანამდებობა2=დედოფალი|მმართველობის დასაწყისი2=1667|მმართველობის დასასრული2=1668|დაბადების თარიღი=1615|გარდაცვალების თარიღი=1668|მამა=თეიმურაზ I|დედა=ხორეშანი|მეუღლე=ალექსანდრე III}}ნესტან-დარეჯან დედოფალი|350x350პქ]]
[[File:Darejan, Queen of Imereti 01.jpg|thumb|დარეჯან დედოფალი]]
'''დარეჯანი''' (დ.1615 - გ. [[1668]]) — თეიმურაზისა და მისი მეორე მეუღლის ხორეშანის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მეუღლე, იმერეთის დედოფალი.
'''დარეჯანი''' (გ. [[1668]]) — მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ი]]ს ასული, [[ზურაბ არაგვის ერისთავი|ზურაბ არაგვის ერისთავის]] მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დარეჯანი [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ალექსანდრე III (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე III-ს]] მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ([[1660]]) დარეჯანმა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო [[ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)|ბაგრატ IV]], ქმრად შეირთო ბაგრატიონთა შორეული ნათესავი [[ვახტანგ ბაგრატიონი (ჭუჭუნიაშვილი) |ვახტანგი]] (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა. მის დროს დარეჯანი სამეფოს ფაქტობრივი გამგებელი იყო. მოკლეს ფეოდალებმა.
 
== ბიოგრაფია ==
[[ანანურის ციხე|ანანურის ციხის]] ღვთაების ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ თეიმურაზს ჰყავდა ქალიშვილი, რომლის ძე ედიშერი იყო მდივანბეგი, ხოლო [[ოთარ I არაგვის ერისთავი|ოთარი]] კი — არაგვის ერისთავი.
ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, რამდენიმე პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა, რომელთაგან განსაკუთრებული ადგილი ეკავა იმერეთის სამეფოს, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი გამორჩეული და ამავე დროს ურყოფითი პერსონაჟია ნესტან-დარეჯან ბაგრატიონი.
 
თეიმურაზ პირველის შვილი ნესტან-დარეჯანი 1615 წელს კახეთში დაიბადა. იგი თეიმურაზისა და მისი მეორე მეუღლის ხორეშანის ასული იყო. ვერავინ იფიქრებდა, რა ბედი ელოდა დარეჯანს, რა როლს შეასრულებდა ის იმერეთისა და სრულიად საქართველოს ისტორიაში. ნესტან-დარეჯანი სილამაზით განთქმული იყო, მოსახლეობა მის მიმზიდველობას სასწაულებრივ ძალას მიაწერდნენ და ხშირად მას „ჯადოქრად“ და „კუდიანად“  მოიხსენიებდნენ, გარდა ამისა, ის იყო ძალაუფლების მოყვარე და ავხორცი დედაკაცი. დარეჯანი თავდაპირველად ზურაბ არაგვის ერისთავისთვის მიუთხოვებიათ, თუმცა დედა-დედოფალი – ხორეშანი, ამ ქორწინებას უთანასწოროდ მიიჩნევდა. მას ქალიშვილი ერისთავისთვის არ ემეტებოდა.
 
=== იმერეთის დედოფალი ===
1629 წელს თეიმურაზ პირველსა და მის სიძეს, ზურაბ ერისთავს შორის დიდმა უთანხმოებამ იჩინა თავი. ამის შედეგად, თეიმურაზის ბრძანებით, მისი სიძე სიკვდილით დაისაჯა. ქართლ-კახეთის მეფემ თავისი მშვენიერი ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის ცოლყოფილი დარეჯანი, იმერეთის მეფის ძეს, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრეს მიათხოვა. სწორედ აქედან იწყება დარეჯანის საოცარი ეპოპეა. მისი დედოფლობის ხანა ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია ანარქიით მოცულ დასავლეთ საქართველოში. ნესტან-დარეჯანს თავის  მეუღლეზე დიდი გავლენა ჰქონდა, ის სარგებლობდა განუსაზღვრელი ძალაუფლებით, როგორც სასახლის ფარგლებში, ასევე მთელ სამეფოში. სწორედ, მის ინტერესებში შედიოდა ალექსანდრე III-ს მიერ გაჩაღებული ძიება ტახტის მემკვიდრისა, რადგან ალექსანდრეს ნესტან–დარეჯანთან შვილი არ ჰყავდა, ხოლო პირველ მეუღლესთან, ანა გურიელთან შეძენილი ბაგრატი მეფობისთვის შეუფერებლად მიაჩნდა და ის გურიაში, დედულეთში ჰყავდა გაძევებული. დედოფალს თავისი გერის გამეფება არ სურდა, რადგან ამით მისი ძალაუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა. ამიტომ ალექსანდრემ იშვილა ცოლის ძმისშვილი ლუარსაბი, მაგრამ იგი მოულოდნელად დიზენტერიით გარდაიცვალა. შემდეგ რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩს სთხოვა მოსკოვში მყოფი თეიმურაზის მოუქნელი, მაგრამ მოსკოველ ლამაზმანებში დიდი პოპულარობით მოსარგებლე შვილიშვილი იმერეთის სამეფოში გამოეშვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. ამის შემდეგ, მეფე იძულებული გახდა ტახტის მემკვიდრედ ისევ თავისი შვილი უფლისწული ბაგრატი ეცნო. ალექსანდრე III-ე 1660 წელს გარდაიცვალა, ტახტზე ავიდა 15 წლის ბაგრატი, რომლის გაუბედურებაშიც დარეჯანმა უმთავრესი როლი შეასრულა.
 
როგორც წყაროებიდან ირკვევა, ბაგრატი სუსტი ნებისყოფის იყო, დარეჯანმა კი  ამით ისარგებლა და მას ცოლად შერთო თავისი ძმისწული - დავითის ასული ქეთევანი, მაგრამ, ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით „თვითონ მეფეც იყო და დედოფალიცა, ბაგრატს არაფერი ეკითხებოდა“. მართლაც, ამ დროს დედოფალს პირველი ადგილი ეკავა სამეფო კარზე, რასაც ადასტურებს იმ დროს გაცემული სამეფო სიგელები და ბრძანებები, სადაც ხელისუფალთა რიგებში პირველი ადგილი უჭირავს ნესტან-დარეჯან დედოფალს, ხოლო მეორე ადგილი მეფე ბაგრატ IV-ს.
 
== პირველი სახელმწიფო გადატრიალება და ტყვეობა ==
ერთხელაც დედინაცვალმა დარეჯანმა, შემთხვევით, გერ ბაგრატ IV-ეს ხის დიდი ვარცლში ბანაობისას შიშველს შეასწრო, მოეწონა, თვალი დაადგა და ცოლობა შესთავაზა, ამასთანავე პირობა მისცა, რომ ცოლს მუდამ დაღონებულ და უხალისო ქეთევანს კახეთში გააძევებდა, მაგრამ ბაგრატმა მტკიცე უარი განაცხადა. უარით გაბრაზებულმა და ქალურ ღირსება შელახულმა შური იძია, შარდენი ამბობს, რომ დარეჯანმა თავი მოიავადმყოფა და ბაგრატი მოსანახულებლად მიიწვია. როგორც კი ბაგრატი დედინაცვალს ეახლა, ამ უკანასკნელმა დააპატიმრა, ტახტიდან ჩამოაგდო  და ქუთაისის ციხეში გამოკეტა.
 
ხუთი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ მის ბედზე დარეჯანი და მისი თანამოაზრენი. დარეჯანის მხარდამჭერ დიდგვაროვანთა ნაწილს ბაგრატის სიკვდილით დასჯა სურდა, ნაწილი კი, მხოლოდ მის დაბრმავებაზე იყო თანახმა. საბოლოოდ, მას მართლაც დასთხარეს თვალები. როდესაც ბაგრატის დაბრმავების ამბავი დარეჯანის მამას, თეიმურაზს შეუტყვია, ის გაბრაზებულა და საკუთარი ქალიშვილი სასტიკად გაუკიცხავს. ამის შემდეგ, დარეჯანს მამისთვის იმერეთის ტახტის მართვა შეუთავაზებია. როგორც ჩანს, იგი ფიქრობდა, რომ ამით, ორ კურდღელს დაიჭერდა: ერთი, რომ მამის გულს მოიგებდა, და მეორეც, მისი საშუალებით იმერეთის გარდა ქართლ-კახეთზეც ექნებოდა გავლენა. თეიმურაზ პირველმა ეს გეგმა არ მიიღო და ამიტომ დარეჯანმა იქორწინა ვინმე ვახტანგზე. ეს უკანასკნელი ბაგრატიონთა შორეული ნათესავი იყო, რომელსაც „ჭუჭუნაიშვილს” უწოდებდნენ. როგორც ჩანს, დარეჯანის ახალი მეუღლე საერთოდ არავითარი დადებითი თვისებით, ან ნიჭით არ გამოირჩეოდა. ამ ყოველივემ იმერეთი აღაშფოთა, თავად-აზნაურებმა დარეჯანი და მისი ქმარი შეიპყრეს, ვახტანგს თვალები დასთხარეს და ყოფილი მეფე–დედოფალი დილეგში გამოკეტეს. იმავე წელს ქართლის მეფე ვახტანგ V-მ იმერეთი დაიკავა და მეფედ თავისი 14 წლის ძე, უკვე გამუსლიმებური არჩილი გამოაცხადა. ამის შემდეგ, იმერეთის სამეფოში შიდაფეოდალური დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა, ტახტის უზურპატორები ერთმანეთს ცვლიდნენ. 1663 წელს ბაგარტ IV კვლავ აიყვანეს ტახტზე მაგრამ მისი პოლიტიკა მეტად მერყევი იყო, ის ვერ აკონტროლებდა სამეფო ხელისუფლებას, ამის გამო, ციხეში გამოკეტილმა ნესტან-დარეჯანმა უწინდელი ძალაუფლება გისოსებშიც კი აღიდგინა. მან კავშირი დაამყარა ეროვნებით ქართველ ასლან ფაშასთან, რომელიც ოსმალურ ჯარს მეთაურობდა. დედოფალმა მას თავისი ნათესავი შერთო ცოლად და დიდძალი ქრთამიც გაუგზავნა, დანათესავების შემდეგ, 1667 წელს ასლან ფაშა თურქთა ჯარით იმერეთში გადავიდა, ტყვეობიდან გაათავისუფლა ნესტან-დარეჯანი, ვახტანგ ჭუჭუნიასშვილი, ქუთაისი ააოხრა და უკან გაბრუნდა.
 
== მეორე სახელმწიფო გადატრიალება და გარდაცვალება ==
ტყვეობიდან გათავისუფლებულმა დედოფალმა ირგვლივ შემოიკრიბა ერთგული ქვეშერმდომები, ჯარის დანაყოფები და შეთქმულებისთვის მზადება დაიწყო, მართლაც 1668 წელს ნესტან-დარეჯანმა ტახტიდან ჩამოაგდო ბაგარტ IV და ლეჩხუმში გააძევა. იმერეთის ტახტზე კვლავ „დასვეს დარეჯან და ვახტანგ მეფედ“.
 
ნესტან-დარეჯან დედოფლისა და ვახტანგის მმართველობის დროს იმერეთის სამეფო ანარქიაში და ეკონომიკურ კრიზისში ჩაიძრა, გართულდა მოსახლეობის ყოფა, საქმეს ისიც ართულებდა, რომ ფუფუნებას შეყვარებული მეფე-დედოფლის ახირებების გამო სასახლის ხარჯები დღითი დღე იზრდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დარეჯანს ერთგული ვეზირებიც კი განუდგნენ.
 
ღვითს რისხვამ არ დააყოვნა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ბაგარტ IV-ის მომხრეებმა, გაენათელი გედეონ ლორთქიფანიძის მეთაურობით , დედოფალ ნესტან-დარეჯანს მიუჩინეს ხოსია ლაშხიშვილი, რომელიც მან იშვილა და ერთგულების ფიცი დაადებინა. ამის შემდეგ დედოფალი ხოსიას ენდობოდა და ერთგულ ყმად მიაჩნდა.  მაგრამ 1669 წელს ქუთაისის უქიმერიონის სასახლის ბაღში ტრაგედია დატრიალდა, დედოფალი  ეპისკოპოს სოფრონთან ერთად სახელმწიფო საქმეებს არჩევდა, ამ დროს ბაღში შეიჭრნენ  მიტროპოლიტი გედეონი, ხოსია ლაშხიშვილი, სეხნია ჩხეიძე და ახვლედიანი, პირველად სასიკვდილოდ თავში დაჭრეს ეპისკოპოსი სოფრონი, ვახტანგ ჭუჭუნიაშვილს თავი მოჰკვეთეს, დიდების მოყვარულ დედოფალს კი იარაღიდან ესროლეს და მოკლეს.
 
მოკლული მეფე-დედოფალი დაკრძალეს ქუთაისის ყოვლადწმინდას სახელობის ეკლესიის შესასვლელში, ერთი წლის შემდეგ დედოფალი ნესტან-დარეჯანი გადაასვენეს გელათში ალექსანდრე III-ს გვერდით.
 
==ლიტერატურა==