1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
== 1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში ==
===მოძრაობის ხელმძღვანელები სოხუმის ოკრუგში===
[[1905]] წლის რევოლუცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა აფხაზეთშიც. სოხუმის ოკრუგში რევოლუციის ძირითად ეპიცენტრებს ქალაქი [[სოხუმი]] და [[გუდაუთა]] წარმოადგენდა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] [[ბათუმი|ბათუმის]] კომიტეტის სოხუმის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც აფხაზი თავადი, შემდგომში [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] აქტიური პოლიტიკოსი, სოხუმის ოკრუგის მთავრობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრების დეპუტატი, [[არზაყან ემუხვარი|დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი]] ედგა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში იდგნენ სოციალ-დემოკრატები, შემდეგში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრები, ცნობილი მასწავლებელი [[ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე]], [[ლავროსი კიღურაძე]], [[სამსონ მაღნარიძე]], [[ვასო გორდელაძე]] და [[ლევან გოთოშია]], [[ [[იოსებ კვარაცხელია]].
 
[[1904]]-[[1905]] წლების მიჯნაზე აფხაზეთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებისა და რევოლუციური მოძრაობის ფორმირებაში მონაწილეობდა სოხუმის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე, შემდეგში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[სახალხო გვარდია|სახალხო გვარდიის]] მეთაური და დამფუძნებელი კრების წევრი, [[ვალიკო ჯუღელი]]. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ჯუღელი გიმნაზიიდან და ოკრუგიდან გააძევეს.