ალექსანდრე სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
1868 წელს დაამთავრა [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|თბილისის პირველი გიმნაზია]] და სწავლა განაგრძო [[პეტერბურგის უნივერსიტეტი|პეტერბურგის უნივერსიტეტში]], იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, სწავლობდა [[ყაზანის უნივერსიტეტი|ყაზანის უნივერსიტეტში]] ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე და [[კიევის უნივერსიტეტი|კიევის უნივერსიტეტში]], იურიდიულ ფაკულტეტზე. 1873–1876 წლებში [[ჟენევის უნივერსიტეტი|ჟენევის უნივერსიტეტში]] სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. [[ჟენევა|ჟენევაში]] აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ცხოვრებაში, ფრანგულად კითხულობდა მოხსენებას ქართული ლიტერატურის საკითხებზე. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი ხაზინადარი, მუზეუმ-წიგნთსაცავის გამგე. თანამშრომლობდა გამოცემებთან „[[დროება (XIX საუკუნე)|დროება]]“ (ათავსებდა კრიტიკულ წერილებსა და რეცენზიებს) და „[[მოამბე]]“, სადაც 1895 წელს დაიწყო მისი ნაშრომის — „ვეფხისტყაოსნის ყალბი ადგილების“ გამოქვეყნება. 1901–1902 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „[[ივერია (გაზეთი)|ივერიას]]“, ხოლო 1903–1905 წლებში იყო ამ გაზეთის გამომცემელი. იუმორისტული ხასიათის წერილებსა და ნათარგმნ თხზულებებს აქვეყნებდა გამოცემებში „[[ფასკუნჯი (გაზეთი)|ფასკუნჯი]]“, „ჯეჯილი“ და „კლდე“„[[კლდე (ჟურნალი)|კლდე]]“. ალექსანდრე სარაჯიშვილი იკვლევდა აგრთვე ძველ ხელნაწერებსაც. 1884 წელს [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძესა]] და [[პეტრე უმიკაშვილი|პეტრე უმიკაშვილთან]] ერთად გამოსცა „[[ვისრამიანი]]“. ი. რომენსკისთან ერთად თარგმნა ინდური ეპოსი „[[რამაიანა]]“.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 13:
[[კატეგორია:დაბადებული 1851]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1914]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]]
[[კატეგორია:ქართველი კრიტიკოსები]]