კირონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კირონ I''' (''კირიონ I'') — [[ქართლი]]ს [[კათოლიკოსი]] [[599]]—[[614]]/[[616]] წლებში.
 
ძველიძველ ქართულ მწერლობას მის შესახებ ცნობები თითქმის არ შემოუნახავს. სომხური წყაროებით, [[ქართველები|ქართველი]] იყო, [[ჯავახეთი]]ს სოფ. სკუტრიდან (საქუდრის). სიყმაწვილეში 15 წელი ტყვედ თუ მძევლად იყო [[სომხეთი|სომხეთში]] ე. წ. ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციაში, დაბა-ქალაქ [[ნიკოპოლისი|ნიკოპოლისში]]. აქ მან მიიღო ბერძნული განათლება და [[დიოფიზიტობა]]. შემდეგ გადავიდა ქ. [[დვინი|დვინში]], სომხურ მონოფიზიტურ საკათალიკოსო ცენტრში, სადაც დაუახლოვდა [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტ]] პატრიარქს მოსეს, თვითონაც აღიარა [[მონოფიზიტობა]] და დაიკავა [[აირარატი]]ს გავარის [[ქორეპისკოპოსი]]სა და [[დვინი]]ს კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხები. სომხეთში 5 წლის სამსახურის შემდეგ ქართლის პრომონოფიზიტურად და სპარსოფილურად განწყობილი ძალების ხელშემწეობით იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტზე ავიდა. არის ცნობა, რომლის მიხედვითაც კირონ I-ის სამწყსოში ამ დროს ეგრისის სამიტროპოლიტოც შედიოდა.
 
ქართლის ახალი კათალიკოსის სახელმწიფო, ეროვნული და რელიგიური პოლიტიკა შეესაბამებოდა ქვეყნის წამყვანი სოციალური და პოლიტიკური ძალების განწყობილებას, ამის გამო კირონ I-მა დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. მისი აქტიურობითა და წარჩინებულთა მხარდაჭერით ქართლში საბოლოოდ გაიმარჯვა დიოფიზიტობამ, ხოლო ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის კურსი [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიისაკენ]] წარიმართა. კირონ I-მა მარჯვედ გამოიყენა შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, ქვეყანას იდეოლოგიური დამოუკიდებლობა მოუპოვა და შეუდგა კარგად მოფიქრებული ეროვნული პროგრამის განხორციელებას, რომლის მთავარი იდეა იყო ახლად აღდგენილი პოლიტიკური „ყოველი ქართლის“ განსამტკიცებლად სასაზღვრო პროვინციების შერეული მოსახლეობის საეკლესიო მსახურებაში [[ქართული ენა|ქართული ენის]] დამკვიდრება (დენაციონალიზებული ქართველების და არაქართული მოსახლეობის გასაქართველებლად) და სხვადასხვა ქრისტიანული მრწამსის მიმდევართა ქალკედონიტობაზე დასაყოლიებლად უფრო მოქნილი ქრისტიანული დოქტრინის შემუშავება. ან ნიადაგზე ქართლის კათალიკოსსა და ცურტავის მონოფიზიტ ეპისკოპოს მოსეს შორის მწვავე კონფლიქტი მოხდა, რომელიც კავკასიის ეკლესიების საბოლოოს გათიშვით დამთავრდა. ქართული ეკლესია დიოფიზიტურ მრწამს დაადგა, სომხური — მონოფიზიტობის ერთგული დარჩა, ხოლო [[ალბანეთიკავკასიის (კავკასია)ალბანეთი|ალბანური]] ერთხანს მერყეობდა მათ შორის.
 
კირონ I ფართო საერთაშორისო ურთიერთობაში იყო ჩაბმული. მას რელიგიისა და ეკლესიის ორგანიზაციულ საკითხებზე მიმოწერა ჰქონდა [[რომის პაპი|რომის პაპთან]], [[იერუსალიმი]]სა და სომხეთის პატრიარქებთან, [[სპარსეთი]]ს სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. ჩვენამდე მოაღწია რომის პაპის გრიგოლ დიდის ვრცელმა პასუხმა (ლათინურ ენაზე) კირონ I-ის ერთ-ერთ ეპისტოლეზე, აგრეთვე კირონ I-ის მიმოწერამ სომხეთის პატრიარქთან და გურგენის მარზპანთან (სომხურ ენაზე). ამ წერილების მიხედვით ჩვენ წინაშე წარმოდგება დიდად განათლებული, დახვეწილი ლიტერატურული გემოვნებისა და სტილის მქონე ადამიანის, თავდაჭერილი პოლემიკოსი, გონიერი და მტკიცე დიპლომატი, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე.
ხაზი 18:
 
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
 
[[კატეგორია:ქართლის კათოლიკოსები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კირონ_I“-დან