ფილიპე გოგიჩაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
დაიბადა 1872 წლის 20 იანვარს [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]]. 1880-87 წლებში სწავლობდა [[ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი|ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში]], 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, [[1899]] წელს [[მოსკოვის უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტი. 1892 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1900 წლიდან მუშაობდა ექიმად სოფელ [[დიდი ჯიხაიში|დიდ ჯიხაიშსა]] და [[გორისა]]ში, შემდეგ — [[ქუთაისი|ქუთაისში]]. სიღარიბის მიუხედავად, ფილიპე გოგიჩაიშვილმა საწადელს მაინც მიაღწია და 25 წლისა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. უფროსი მეგობრის, პეტრე უმიკაშვილის დახმარებით, ხელს დავით სარაჯიშვილი უმართავდა. [[1901]] წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი შრომისათვის „ხელოსნობა საქართველოში“.
 
იყო „[[მესამე დასი]]ს“ წევრი, „ალიონელი“, [[1902]] წლიდან [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის წევრი, [[1905]] წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „[[მოგზაური|მოგზაურში]]“, 1905-1906 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „[[ივერია (გაზეთგაზეთი)|ივერიას]]“. 1906 წელს იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიიდან]], [[1907]] წლიდან სამუშაოდ გადავიდა [[თბილისი|თბილისში]], 1909-1910 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ [[ერი (ჟურნალი)|„ერთან]].“ 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. 1903-1913 წლებში იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხელმძღვანელი, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი, 1914-1916 წლებში იყო სრულად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში, 1917-1918 წლებში კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე,
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს პირველი რესპუბლიკის]] პერიოდში იყო ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1918-1920 წლებში იყო პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი. 1918 წლიდან კითხულობდა პოლიტეკონომიის, ფინნსების, სტატისტიკის და ეკონომიკური აზრის ისტორიის კურსებს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]. 1945-1950 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.
 
==შემოქმედება==