აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

176.74.115.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(176.74.115.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
== ბიოგრაფია ==
=== განათლება ===
აკაკი წერეთელი დაიბადა ზემო [[იმერეთი]]ს შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ [[სავანე (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|სავანეში]], გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი [[1852]]-იდან [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] სწავლობდა, [[1859]]-იდან კი [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგის]] უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც [[1863]] წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
 
კანდიდატის ხარისხით.
 
=== სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ===
[[ფაილი:Skhvitori.jpg|მინი|მარცხნივ|200პქ|აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში]]
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, [[1859]] წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო [[1860]] წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, სექსი რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
 
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“]] დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, [[ქართული დრამატული საზოგადოება|ქართული დრამატული საზოგადოების]] შექმნასა და მუშაობაში , ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ ([[1897]]-[[1900]]) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს [[ხუმარა (გაზეთი)|„ხუმარა“]], რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო ([[1907]]). [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძესთან]] ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
 
[[ფაილი:Tschawtschawadse - Zereteli Monument Tbilissi.jpg|thumb|left| [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძის]] და აკაკი წერეთლის ძეგლი [[თბილისი|თბილისში]].]]