აფხაზთა მეფეთა დივანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
უკანასკნელი ნაწყვეტი სტატიისა, რომელიც შეიცავს ცნობას, თუ რამდენი წელი იმეფე ბაგრატ მესამემ და მისმა შვილმა გიორგი პირველმა, მიმატებულია შემდეგ დროში თანახმად ქართლის ცხოვრების ცნობებისა.
 
აფხაზეთის ისტორიის შესახებ ცნობები ჩვენ მოგვეპოვება ქართლის ცხოვრებაში. ქართულს ენაზედ ძველათ ყოფილა „აფხაზეთის ცხოვრება“, ანუ „ცხოვრება აფხაზთა მეფეთა“, რომლიდგან, უნდა ვიფიქროთ, შეტანილია ქართლის ცხოვრებაში ბევრი ცნობები აფხაზეთის ისტორიის შესახებ. ამ აზრს ცხად ჰყოფს ერთი ადგილი მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებისა, სადაც მოთხრობილია ბრძოლა აფხაზთა მეფის კოსტანტინე I შვილებისა, გიორგი II-ისა და ბაგრატისა, რომელიც გათავდა გიორგის გამეფებით (923–958). აქ ვკითხულობთ: „და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თჳთუეულად ჰპო(ო) ცხოვრებასა მათსა“{{შენიშვნა|მარიამ დედოფლის ვარიანტი, გვ. 228.}}) მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, ვისი შედგენილია ეს „აფხაზეთის ცხოვრება“, რომელსაც ჩვენამდის არ მოუღწევია. ამდენხანს გვეგონა, რომ ბაგრატ III არის ავტორი აფხაზთა ისტორიისა და ეს ისტორია ვითომ ხელში ჰქონებოდეს იერუსალიმის პატრიარხს დოსითეოსს და მისგან გამოეკრიბოს ცნობები აფხაზეთის მეფეების შესახებ. მაგრამ ეს აზრი არ მართლდება. შეიძლება ბაგრატ III მართლაც იყოს ავტორი ვრცელის აფხაზეთის ისტორიისა, მაგრამ ჩვენ თამამათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოსითეოსს ეს ვრცელი ისტორია არ ჰქონია ხელში. ის, რასაც დოსითეოსი „ბაგრატის აფხაზთა ისტორიას“ ეძახის, არის ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ნუსხა აფხაზთა მეფეებისა, რომელიც მართლა შედგენილი და გამოქვეყნებულია ბაგრატ მე-III-ის მიერ მეათე საუკუნეში. დოსითეოსის ცნობები აფხაზეთის ისტორიის შესახებ შეიცავენ სრულს თარგმანს იმ ნუსხისა, რომლის ქართული ტექსტი ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ. ხოლო რამდენიმე საკუთარი სახელი შეცვლით არის მოყვანილი დოსითეოსის ნუსხაში, ისე როგორც ჩვენს ქართულს ნუსხაშიც მოიპოვება შეცდომები ზოგიერთი სახელების გადმოცემაში. უცხოელი ქართული ენის უცოდინარობის გამო და აგრეთვე თავის ენის ანბანის საშუალებით ყოველთვის სისწორით ვერ გადმოგვცემს ქართულ სახელებს. ამით აიხსნება მცირეოდენი განსხვავება საკუთარ სახელების გადმოცემაში. ამას გარდა, როდესაც ერთი და იგივე სახელი ბერძნულად სხვანაირად გამოითქმის ვიდრე ქართულად, დოსითეოსს, რასაკვირველია, ბერძნულის ფორმით მოჰყავს სახელი და არა ქართულის. ამ მიზეზების გამო ისტვინეს მაგიერ დოსითეოსის ნუსხაში გვხვდება იუსტინეანე (3); ფინიკტიოსის მაგიერ ფილიკტიოს (4); დიმიტრის მაგიერ დემეტრე (6, 19); კოსტანტინეს მაგიერ კოსტანტი (10), ასეთივე ფორმა ნახმარია ორჯერ ჩვენს ნუსხაშიც (8, 16), ბაგრატის მაგიერ პანკრას (15, 22). ფორმა პანკრატი ქართულშიაც იხმარება, ხშირად შეგვხვდება ხოლმე ქართულს წყაროებში პანკრატოვანი ბაგრატოვანის მაგიერ. უფრო თვალსაჩინო განსხვავებას წარმოადგენს დოსითეოსის კაპარუკი ჩვენი ნუსხის ბარუკის მაგიერ (5). ამას გარდა დოსითეოსის ნუსხაში ერთი მეფით მეტია ნაჩვენები, ვიდრე ჩვენსაში. ეს არის ანტარნასე-დავითი (21), რომელიც ქართულის გამოთქმით იქნება ადარნასე-დავითი, და რომელიც შვილის შვილია კოსტანტინე III-სა და მეფობს ბაგრატ მეორის წინ{{შენიშვნა|აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ბაგრატი აფხაზთა ისტორიის სიაში მეორეა და ქართლში მესამე.}}). ამ ანტარნასე-დავითის არც მამაა ცნობილი ნუსხაში და არც დედის სახელი, არც ის არის ნაჩვენები, თუ რამდენი წელი იმეფა. ამით აშკარათ ირღვევა გეგმა ნუსხისა{{შენიშვნა|ადარნასე-დავითი ქართულ წყაროებში ცნობილი არ არის, ცნობილია მხოლოდ ადარნასე, ძე იოანესი, რომელიც მოკლა 887 წელს მისმა ბიძაშვილმა ბაგრატ I და გამეფდა აფხაზეთში (Additions, p. 175).}}). ბაგრატ მეორის{{შენიშვნა|ამ ბაგრატის შესახებ ბროსსე შენიშნავს: Cousin d'Antarnas; etait-il aussi fils de George? ჩვენს ნუსხაში როგორც დავინახეთ, ბაგრატ II თვითონ მოგვითხრობს, თუ ვინ არის ის.}}) შემდეგ დოსითეოსის ნუსხით მეფობს დავითი 12 წელს, ჩვენი ნუსხით კი გიორგი III. ეს ცნობები შემდეგ არის მიმატებული, როგორც ზემოთ ვუჩვენეთ, ხოლო ჩვენი ნუსხის ცნობა მართალია და დოსითეოსისა შემცდარი. აგრეთვე შემცდარათ უნდა ჩაითვალოს დოსითეოსის ცნობა, ვითომც ბაგრატ II-ს მეფობა დაეწყოს 992 წ. ზოგიერთი სიტყვები ჩვენს ნუსხაში გამოშვებულია, მაგალითად, მეთორმეტე მეფის თეოდოსის წინ გამოშვებულია სიტყვები „შვილი მისი“ და მეთექვსმეტე მეფის კოსტანტინეს წინ გამოშვებულია სიტყვა „მისი“. ეს სიტყვები ჩვენ მიუმატეთ დოსითეოსის ნუსხის მიხედვით და ჩავსვით ფრჩხილებში. თავის მხრით დოსითეოსის ნუსხაში არ არის აღნიშნული, თუ რამდენი წელი იმეფა გიორგი I აღწუფელმა. დიმიტრი მესამე მეფობს 26 წელს, ჩვენი ნუსხით კი 36 წ. ერთი სიტყვით, ეს ორი ნუსხა წარმოგვიდგენენ ვარიანტებს ერთი მეორისას და ერთი მეორეს ავსებენ. მოგვყავს აქ შესადარებლად ნუსხა ჩვენის დედნისა და დოსითეოსისა. ხოლო აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ბერძნული ტექსტი დოსითეოსის „იერუსალიმის პატრიარხთა ისტორიისა“ ჩვენ ტფილისში ვერ ვიპოვნეთ{{შენიშვნაჩვენშენიშვნა|ჩვენ მივმართეთ თხოვნით პატივცემულს პრივატ-დოცენტს ი. ჯავახიშვილს, მოენახა პეტერბურგში ეს თხზულება და მოეწოდებინა ჩვენთვის ბერძნული ტექსტი, მაგრამ წიგნი არ აღმოჩთა არც სამეცნიერო აკადემიაში და არც საჯარო ბიბლიოთეკაში.}}) და ნუსხა მოგვყავს ბროსეს თარგმანიდან, რომელიც Additions-შია მოყვანილი (გვ. 173). ესევე ნუსხა არის წიგნში, რომელსაც ჰქვია Руководство къ познанію Кавказа М. С. кн. I (გვ. 26 - 27), მაგრამ აქაც ცნობები ამოღებულია არა პირდაპირ დოსითეოსის წიგნიდან, არამედ ბროსსეს თარგმანიდან, რომელიც მოთავსებულია Bullet. Scient.-ში t. V.
 
{{familytree/start}}