ალექსანდრე ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
''' ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი''' (დ. [[10 აპრილი]], [[1889]], სოფ. [[ბარდნალა]], [[ლეჩხუმის მაზრა]] — გ. [[2 იანვარი]], [[1954]], [[პარიზი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ჟურნალისტი. [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ისტორიული)|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 7:
ალექსანდრე ასათიანმა ქმედითი მონაწილეობა მიიღო [[მცხეთა]]ში საეკლესიო კრების მოწვევაში, რომელმაც [[1917]] წ. 12 (25) მარტს აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობაზე [[1917]] წლის ივნისში მან მოხსენება წაიკითხა დღის წესრიგით გათვალისწინებულ აგრარულ საკითხზე. წარმოაჩინა მიწაზე კერძო საკუთრების უპირატესობა და მოითხოვა, რომ „მიწები იმათ ხელში გადავიდეს, ვინც მის დამუშავებასა და ჯეროვნად გამოყენებას შესძლებს“. ყრილობამ ა. ასათიანი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, ძირითადად მინდობილი ჰქონდა საორგანიზაციო სფერო. იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი. [[1918]] წლის მაისში, ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, იგი ედპ-ს სიით შევიდა ეროვნულ საბჭოში, არჩეული იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის მდივნად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრად. [[1919]] წლის თებერვალში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელ კრების]] დეპუტატად აირჩიეს. შედიოდა კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაში, ასევე შრომის, აგრარულ და სამეურნეო კომისიებში. 1919 წელს თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი „მიწის საკითხი საქართველოში“ (საფუძვლად დაედო ედპ-ს ყრილობაზე წაკითხული მოხსენება), რომელიც ეკონომიკური დარგის სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.
 
[[1921]] წელს, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] ბოლშევიკური ოკუპაციისას, ა. ასათიანი ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და დეოკუპაციისათვის გაშლილ მუშაობაში ჩაება. შედიოდა ედპ-ს არალეგალურ ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. კავშირი ჰქონდა [[1921]] წლის [[სვანეთის აჯანყება|სვანეთის]] და [[1922]] წლის ფშავ-ხევსურეთის გამოსვლებთან. 1922 წელს დააპატიმრეს, მაგრამ მეტეხის ციხიდან გაქცევა მოახერხა და, პარტიის დავალებით, საზღვარგარეთ გაიხიზნა. ერთხანს [[სტამბოლი|სტამბოლში]] ცხოვრობდა, შემდეგ კი [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გადასახლდა. ემიგრაციაში ალექსანდრე ასათიანი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. [[1924]]-[[1926]] წწ. იყო სტამბოლში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი. შედიოდა ედპ-ს პარიზის კომიტეტში, საფრანგეთში ჩამოყალიბებულ ქართული ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, იყო [[1939]] წელს პარიზში შექმნილი „პრომეთეს“ კულტურის კლუბის თავმჯდომარე; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან (გაზეთი „სამშობლოსათვის“ ,ჟურნალი „ივერია“). [[1929]] წლიდან სათავეში ედგა ედპ-დან მისი ხელმძღვანელობით ცალკე გამოყოფილ ერთ ჯგუფს და რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდულ ორგანოს ჟურნალ „სამშობლოს“ (გამოდიოდა პარიზში 1939 წლამდე). [[1928]] წელს ქალაქ ვალენტინეიში გამოიცა ა. ასათიანის ნაშრომი „ძველი და ახალი მემკვიდრეობა“, რომელშიც [[XIX საუკუნე|XIX]] და [[XX საუკუნე|XX საუკუნეების]] საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა საფუძვლიანად არის განხილული. წიგნში გაკრიტიკებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და ზოგადად, ქართველსაქართველოს სოციალ-დემოკრატთადემოკრატიული პარტიის მოღვაწეობა. [[1934]] წელს პარიზში გამოვიდა მისი მეორე წიგნი – „ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“. 1937 წელს წაიკითხა მოხსენება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის 20 წლისთავზე.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ა. ასათიანი თანამშრომლობდა გერმანელებთან, ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ვერმახტის ლეგიონებთან ერთად მოაღწია კავკასიის მისადგომებს, მაგრამ სამშობლოში შემოსვლა ვეღარ შეძლო. ომის დამთავრებისთანავე პარიზის პოლიციამ იგი დააპატიმრა ჰიტლერელებთან კავშირისათვის, თუმცა საფრანგეთის წინაშე თავისი უდანაშაულობის დამტკიცება მოახერხა და გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ ალექსანდრე ასათიანი ოთხი წლით [[ესპანეთი|ესპანეთში]] გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა, ეწეოდა კვლევით მუშაობასაც. დაწერა ნაშრომი [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (არ არის მიკვლეული).
ხაზი 15:
==ლიტერატურა==
{{ქე|1|223|სიდამონიძე უ.}}
* შარაძე გ. უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. მეორე, თბ., 1993, გვ. 124-133
* ქართველები უცხოეთში: წგნ. 1 (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012
*{{წიგნი|ავტორი=[[ოთარ ჯანელიძე|ჯანელიძე ო. ნარკვევები]]|სათაური=„ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ.,ისტორიიდან“|გამომცემლობა=„მეცნიერებება“ |ორიგინალი=|ადგილი=თბილისი|წელი=2002|isbn=99928-962-0-5|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/317039|გვერდები=}}
* შარაძე გ. უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. მეორე, თბ., 1993, გვ. 124-133
 
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
ხაზი 28:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1954]]
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ასათიანები|ალექსანდრე]]
[[კატეგორია:დაკრძალულები ლევილის სასაფლაოზე]]