მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აფხაზეთის მმართველთა სია''', ''აფხაზეთი'', ''აფხაზეთის მეფენი'' — უნდა ვაუწყოთ ჩვენს მკითხველს, თუ რა ადგილი იგულისხმება აფხაზეთით ჩვენს ისტორიაში. საზოგადოდ ისტორიულ გეოგრაჶიაში ხშირია იმ გვართა მოვლენა, რომ სახელ-წოდება ერთის მხარისა ეძლევა და ეთვისება მეორე მხარეს შემთხვევით. აფხაზეთის ერისთავნი თუმცა ისხდნენ აფხაზეთში, მაგრამ როდესაც იმათ მიითვისეს მეფის ხარისხი, მაშინ იმათ თავიანთი რეზიდენცია გადაიტანეს ქუთაისს; თვით სახელ-წოდება აფხაზეთისა მისთვისეს მთელს იმერეთს; ამისთვისაც როდესაც ძველ მწერლობაში ვკითხულობთ: „აფხაზეთის სამეფო სახლი, აფხაზეთის კათალიკოსი, აფხაზეთის ერი, აფხაზეთის სამეფო“, ამ სიტყვებით იგულისხმება „იმერეთის სამეფო სახლი, იმერეთის კათალიკოსი, იმერეთის ერი, იმერეთის სამეფო“. სახელ-წოდება „იმერეთი“ ხმარებაში შემოდის პირველად დავით აღმაშენებლის დროს (1089–1125 წ.). ამ სახელ-წოდების ჶორმაა ჯერ „იმერ-ითი“, მასუკან იმერ-ეთი. იგი წარმოსდგა თანდებულიდამ იმიერ, საიდამაც იშვა „იმ-ერი“, ლიხთ-იმერი, ესე იგი ლიხის მთას იქით მოსახლე ანუ მცხოვრები, წინააღმდეგ ამიერისა, ამ-ერისა, ლიხთ-ამერისა, რომლითაც იგულისხმებიან ლიხის მთას აქეთ მოსახლენი ანუ მცხოვრებნი (ნახე ჩემი სტატია ''Объ отношенїях Грузїи и Арменїи къ Византїи;'' 1-й выпускъ ''Известїй *' Кавк. Общ. исторїи и археол.'', 1882 г., стр. 62).
 
როგორც ქ-ცხბა გვიჩვენებს, ნამდვილი აფხაზეთი ძველადგანვე კაი-ხანი იყო ბერძნების სამფლობელო, რომლის კვალი აქამომდეა დარჩენილი და რომელიც კიდეც მოვიხსენეთ. აფხაზეთი შეადგენდა ბერძნების ხელში ლაზიკის ნაწილს და პროკოპის სიტყვით, აფხაზეთში ქრისტეს სახარება შეუტანია იმპერატორს იუსტინიანეს მე-VI საუკუნეში (ნახე ზემოდ გვ. 33, შენ. 2, 103, 119, n. შენ. 2). აქ დედა-ქალაქად ირიცხებოდა ბერძნების დიოსკურია ანუ სებასტოპოლი (Гана, ''Известїя древнихъ писателей'', 63-64), ქართველების ცხომი, ანუ ახლანდელი სუხუმი: „და მივიდეს, ამბობს ქ-ცხბა, სევასტე ქალაქსა, რომელსა აწ ეწოდების ცხომი“ (ქ-ცხბა, I, 46). გამოჩენილი ადგილები იყვნენ აგრეთვე აფხაზეთში: ანაკოფია და ბიჭვინთა. აფხაზნი, ჩერქეზების მონათესავე ტომი, აქ ცხოვრობენ ძველადვე და ჩამოსულნი არიან მთებიდამ, თუმცა არ ვიცით რა დროდამ. ჶრანცუზის მოგზაური მე-XVIII საუკ. შარდენი გვარწმუნებს, ვითომც იმის დროს იმათ საზღვრად ყოფილიყოს მდინარე კოდორი (''Voyage en Perse'', I, 150). აფხაზეთი ერისთავები, იყვნენ ბერძენთაგან დადგენილნი, მაგრამ ვინ იყვნენ იგინი არ ვიცით. ამ ერისთავებზე, რომელთაც დროს განმავლობაში მეფის ხარისხი მიითვისეს, ჩვენა გვაქვს ორ-გვარი ცნობები: ქ-ცხბისა და იერუსალიმის პატრიარხის დოსითეოსისა, რომელიც ორჯელ იყო მე-XVII საუკ. საქართველოში და თავის თქმულებას აფხაზეთის მეფებზე აფუძნებს, როგორც თვითონ გვიამბობს, ბაგრატ მეფისაგან 992 წ. შედგენილს „აფხაზეთის ისტორიაზე“. ამ „აფხაზეთის ისტორიაში“ მოხსენებულნი არიან აფხაზეთის ერისთავთ წინაპარნი, რომელთაც ქ-ცხბა არ მოიხსენებს და რომელთაც ბერძნული სახელები აქვთ, ესე იგი: ანოს, გოზარ, იუსტინიან, ჶილიკტოს და კაპარუკ: შემდეგნი კი ქ-ცხბისგან ხსენებულს სახელებს ეთანხმებიან (''Addit. à l’ H. de la G.'', 1851 p. 173–175.—М. С.