მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
როგორც ქ-ცხბა გვიჩვენებს, ნამდვილი აფხაზეთი ძველადგანვე კაი-ხანი იყო ბერძნების სამფლობელო, რომლის კვალი აქამომდეა დარჩენილი და რომელიც კიდეც მოვიხსენეთ. აფხაზეთი შეადგენდა ბერძნების ხელში ლაზიკის ნაწილს და პროკოპის სიტყვით, აფხაზეთში ქრისტეს სახარება შეუტანია იმპერატორს იუსტინიანეს მე-VI საუკუნეში (ნახე ზემოდ გვ. 33, შენ. 2, 103, 119, n. შენ. 2). აქ დედა-ქალაქად ირიცხებოდა ბერძნების დიოსკურია ანუ სებასტოპოლი (Гана, ''Известїя древнихъ писателей'', 63-64), ქართველების ცხომი, ანუ ახლანდელი სუხუმი: „და მივიდეს, ამბობს ქ-ცხბა, სევასტე ქალაქსა, რომელსა აწ ეწოდების ცხომი“ (ქ-ცხბა, I, 46). გამოჩენილი ადგილები იყვნენ აგრეთვე აფხაზეთში: ანაკოფია და ბიჭვინთა. აფხაზნი, ჩერქეზების მონათესავე ტომი, აქ ცხოვრობენ ძველადვე და ჩამოსულნი არიან მთებიდამ, თუმცა არ ვიცით რა დროდამ. ჶრანცუზის მოგზაური მე-XVIII საუკ. შარდენი გვარწმუნებს, ვითომც იმის დროს იმათ საზღვრად ყოფილიყოს მდინარე კოდორი (''Voyage en Perse'', I, 150). აფხაზეთი ერისთავები, იყვნენ ბერძენთაგან დადგენილნი, მაგრამ ვინ იყვნენ იგინი არ ვიცით. ამ ერისთავებზე, რომელთაც დროს განმავლობაში მეფის ხარისხი მიითვისეს, ჩვენა გვაქვს ორ-გვარი ცნობები: ქ-ცხბისა და იერუსალიმის პატრიარხის დოსითეოსისა, რომელიც ორჯელ იყო მე-XVII საუკ. საქართველოში და თავის თქმულებას აფხაზეთის მეფებზე აფუძნებს, როგორც თვითონ გვიამბობს, ბაგრატ მეფისაგან 992 წ. შედგენილს „აფხაზეთის ისტორიაზე“. ამ „აფხაზეთის ისტორიაში“ მოხსენებულნი არიან აფხაზეთის ერისთავთ წინაპარნი, რომელთაც ქ-ცხბა არ მოიხსენებს და რომელთაც ბერძნული სახელები აქვთ, ესე იგი: ანოს, გოზარ, იუსტინიან, ჶილიკტოს და კაპარუკ: შემდეგნი კი ქ-ცხბისგან ხსენებულს სახელებს ეთანხმებიან (''Addit. à l’ H. de la G.'', 1851 p. 173–175.—М. С.
''Руководство къ познанїю Кавказа'', 1847, кн. I, стр. 1–30). ქ-ცხბით, აფხაზეთის ერისთავებში პირველად ცნობილია ლეონ I, რომელსაც კლისურიდამ დიდის ხაზარეთის მდინარემდე დამკვიდრებული ჰქონდა საერისთავო კეისრისაგან. ამ ლეონს არჩილ მეფე რთავს თავის ძმის-წულს. ლეონის ძმა №... ირთავს ხაზართ მეფის ქალს. იმისი შვილი ლეონ II უკუ-უდგება მოუძლურებულთ ბერძენთა, ხაზართ შემწეობით იჭერს ეგრისს ლიხის მთამდე და სახელ-იწოდება 786 წელს მეფედ აფხაზთა; სატახტო ქალაქად აარსებს ქუთაისს; აფხაზეთის კათალიკოსს მოუპოვებს დამოუკიდებლობას (''H. de la G.'', I, 246); ლეონ კვდება 806 წელს. შემდეგნი მეფენი თვით ვახუშტის ისტორიაში არიან გარკვევით მოხსენებულნი. აქ ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მეფეებში გიორგი II, მიცვლილი 955 წ., ქ-ცხბით აშენებს ჭყონ-დიდის ეკლესიას, რომელსაც საეპისკოპოსოდ აწესებს, თუმცა ბროსსე წარწერის ძალით ჭყონდიდის აშენებას მიაწერს კონსტანტინეს (''H. de la G.'', I, 278, n. 8). ლეონ III, მომკვდარი [[957]], აშენებს მოქვის ტაძარს. ამ ლეონის დროსვეა აშენებული, 964 წელს, როგორც წარწერა გვიმტკიცებს, იოანე ეპისკოპოსისაგან, მშვენიერი ჯავახეთის ეკლესია ქუმურდო (Brosset, ''V. archéol.'', II Rap., 167–171).<ref>[https://elfiles.emis.ge/uploads/33756/conversions/Vaxushti_Saqartvelos_Istoria_Nawili_Pirveli-compressed.pdf ვახუშტი „საქართველოს ისტორია“], გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. 132, 133.</ref>
 
==აფხაზეთის მმართველთა სია==