შიშველთესლოვნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
37.232.49.68-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 21:
| ვიქსიკონი =
}}
ჰაჰა ყლეობაა
'''შიშველთესლოვნები''' ({{lang-la|Gymnospermae}}) — [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეთა]] ყველაზე ძველი დანაყოფების საერთო სახელი. შუალედური ადგილი უკავიათ [[გვიმრები|გვიმრებსა]] და [[ფარულთესლოვნები|ფარულთესლოვან მცენარეთა]] შორის. გვიმრებისაგან განსხვავებით მათ აქვთ [[თესლკვირტი|თესლკვირტები]], ფარულთესლოვნებისაგან განსხვავებით კი არ გააჩნიათ [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფის]] [[ფოთოლი]] ([[მტვერი|მტვრის]] მარცვალი უშუალოდ თესლკვირტზე ეცემა).
 
შიშველთესლოვნებს, მათ შორის ყველა თანამედროვე სახეობას, აქვს [[სტრობილი|სტრობილები]] — დამოკლებული რეპროდუქციული [[ყლორტი|ყლორტები]], რომლებზეც განლაგებულია [[სპოროფილი|სპოროფილები]]. შიშველთესლოვნები მხოლოდ ხეები ან ბუჩქებია, ზოგიერთი ძალიან დიდი იზრდება. შიშველთესლოვნების ნაწილი ძლიერ არის დატოტვილი და წვრილი ქერქლისებრი ფოთლები აქვს, ნაწილი დაუტოტავი ან სუსტად დატოტვილია, მათ შედარებით დიდი, მეტწილად ფრთისებრი ფოთლები აქვთ. უმრავლესობის ქსილემის წყალგამტარი ელემენტები მხოლოდ [[ტრაქეიდები]]ა; ჭურჭლები მარტო [[ველვიჩია]]ს, [[გნეტუმი|გნეტუმს]] და [[ეფედრა]]ს აქვს.
 
შიშველთესლოვნები განსხვავებულსპორიანი მცენარეებია; მიდროსპოროფილები და მეგასპოროფილები განსხვავდებიან ფორმით, ზომით და აგებულებით. უძველეს და პრიმიტიულ თესლოვან გვიმრებს სტრობილები არ უვითარდებოდათ. მიკრო- და მეგასპოროფილები თავისუფლად ისხდნენ ჩვეულებრივ გრძელ ყლორტებზე. დანარჩენი შიშველთესლოვნების სპოროფილები თავმოყრილია მეტ-ნაკლებად კომპაქტურ სტრობილებში. შიშველთესლოვნების უმრავლესობის სტრობილები ერთსქესიანია. შიშველთესლოვნები ცნობილია ზედა დევონური პორიოდიდან; კარბონულსა და პერმულ პერიოდებში უკვე გვხვდება შიშველთესლოვნების მრავალი რიგის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებით განვითარდნენ მეზოზოურ პერიოდში. ამჟამად ცნობილია შიშველთესლოვნების 600-მდე სახეობა, რომელთა უმრავლესობა წიწვოვანებს მიეკუთვნება.
 
== ლიტერატურა ==