მემფისი (ეგვიპტე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|86}}
'''მემფისი''' ([[არაბული ენა{{lang-ar|არაბ]]. ممفس}}) — [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ქალაქი [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტეში]], ქვემო ეგვიპტის ერთ-ერთი პირველი [[ნომი]]ს, ანებ-ჰეტჩის დედაქალაქი. მისი ნანგრევები დღეს თანამედროვე ქალაქ [[ჰელუანი]]ს სიახლოვეს მდებარეობს, [[კაირო]]ს სამხრეთით.
 
ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ [[მანეთონი|მანეთონს]], ქალაქი ფარაონმა [[მენესი|მენესმა]] დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ქალაქს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] რეგიონის ანტიკურ ისტორიაში. მას [[ნილოსის დელტა]]ში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ-სანოვაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდნენ. მის ოქროს ხანაში, მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური ცენტრი.