კეჩუა (ხალხი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 2:
'''კეჩუა''' (''Qhichwa, Runa'') — [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] ([[პერუ]], [[ბოლივია]], [[ეკვადორი]], [[არგენტინა]], [[კოლუმბია]], [[ჩილე]]) მცხოვრები [[ინდიელები|ინდიელი]] ხალხი, რომელიც [[ინკების ცივილიზაცია|ინკების]] [[ტაუანტინსუიუ|ტაუანტინსუიუს]] სახელმწიფოს კულტურული ტრადიციების მემკვიდრეა.
 
უკანასკნელი მონაცემებით, ამ ხალხის რაოდენობა შეადგენს 25.245.000 ადამიანს, რომელთაგან პერუში ცხოვრობს 13.887.073 ადამიანი, ეკვადორში - 6.018.691, ბოლივიაში - 3.821.820, არგენტინაში - 1.469.830, კოლუმბიაში - 39.100, ხოლო ჩილეში 8.480 კეჩუას წარმომადგენელი. კეჩუა შეადგენს პერუს მოსახლეობის 47%-ს, ეკვადორის მოსახლეობის 41.3%-ს, ბოლივიის მოსახლეობის კი 37.1%-ს. ბევრი კეჩუა (''განსაკუთრებით პერუსა და ეკვადორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები'') გადავიდა [[ესპანური ენა|ესპანურ]] ენაზე, ამიტომაც ამ ქვეყნებში [[კეჩუა (ენა)|კეჩუას]] ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა არ ემთხვევა ამ ხალხის რაოდენობას.
 
კეჩუა იყო ამერიკის უძლიერესი ხალხი ესპანელების მიერ მათი დაპყრობის მომენტისათვის. ძველი სამყაროს კრიტერიუმების მიხედვით, კეჩუას კულტურა იდგა უფრო მაღლა, ვიდრე [[აცტეკების ცივილიზაცია|აცტეკებისა]] და [[მაიას ცივილიზაცია|მაიას კულტურები ]] [[მექსიკა|მექსიკაში]]. მაშინ, როდესაც ეს ორი უკანასკნელი იმყოფებოდა [[ენეოლითის ხანა|ენეოლითის ხანაში]], კეჩუა შევიდა [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანაში]]. კეჩუას სოციალური ორგანიზების საფუძველს წარმოადგენს [[თემი]]-აილიუ (ayllu), რომელსაც ასევე ეწოდება ინდიელთა თემი (comunidad indígena) და გლეხების თემი (comunidad campesina). თემი ერთიანდება სისხლით ნათესაობის, საერთო ტერიტორიისა და წევრთა შრომითი ურთიერთდახმარების საფუძველზე, ასევე საერთო ტოტემური წინაპრის (wak'a) თაყვანისცემით. უძველესი თემები, რომელთა შესახებაც მოიპოვება ინფორმაცია, იყო [[იანაუარა]], [[ჩუმპიუილკა]], [[კოტანერა]], [[კოტაპამპა]] და [[უმასუიუ]]. დღეისათვის არსებობს ათასობით კეჩუას თემი. 2007 წელს მარტო პერუში სახლობდა 6 000-ზე მეტი ოფიციალურად აღიარებული კუჩუასა და აიმარას თემი და მათი რაოდენობა იზრდება. 1950 წელს ბოლივიაში სახლობდა 3779 თემი. კეჩუას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. ასევე, როგორც დაქირავებული მუშახელი დასაქმებული არიან სამთომომპოვებელ დარგში და მოახლეებად სახლებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეჩუა_(ხალხი)“-დან