ხობისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
No edit summary
ხაზი 14:
'''ხობისწყალი''', ''ხობი'' — [[მდინარე]] დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს [[ეგრისის ქედი|ეგრისის ქედზე]], მიედინება [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]], ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]]. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია [[ჭანისწყალი]] (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქი [[ხობი]] და დაბა [[ჩხოროწყუ]].
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო [[საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტი|შავი ზღვის ფლოტი]]. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან სოფელ [[ყულევი|ყულევთან]] სიახლოვეს აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.
 
ხობისწყალზე შენდება ორი [[ჰიდროელექტროსადგური]]: ხობიჰესი 1 და ხობიჰესი 2.<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/83364-chxorotskushi-xobihesi-2-is-mshenebloba-daitskeba ჩხოროწყუში ხობიჰესი 2-ის მშენებლობა დაიწყება]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხობისწყალი“-დან