მხედრიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ისტორია==
ორგანიზაცია თავდაპირველად [[პატრიოტიზმი|პატრიოტული]] მიზნებით შეიქმნა და დეკლარირებულად დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. 1990 წლის შემოდგომაზე გაუქმდა მისი სამართლებრივი სტატუსი, ხოლო 1991 წლის თებერვალში დაშლილ იქნა საბჭოთა და ქართული სამხედრო ძალების მიერ. „მხედრიონი“ აღადგინა ჯაბა იოსელიანმა 1991 წელს და ის მონაწილეობდა [[ზვიად გამსახურდია]]ს წინააღმდეგ მოწყობილ [[საქართველოს სამოქალაქო ომი|სამხედრო გადატრიალებაში]]. 1992-1993 წლებში ორგანიზაცია მონაწილეობდა ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და [[აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93)|აფხაზეთის ომში]]. 1992 წლიდან მხედრიონი ეწეოდა ბენზინით ვაჭრობას, იარაღისა და სიგარეტის [[კონტრაბანდა]]ს ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობით. მისი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის იმდროინდელი გავლენის გამო მხედრიონი დაუსჯელად მოქმედებდა. [[სამეგრელო]]ში მხედრიონი ებრძოდა გამსახურდიას მომხრეებს, აპატიმრებდა, ძარცვავდა და ხოცავდა მოსახლეობას. 1992 წლის მაისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს „მხედრიონის“ საპატიო წევრი გახდა [[აშშ]]-ის სახელმწიფო მდივანი [[ჯეიმზ ბეიკერი]]. 1993 წლის სექტემბერში მხედრონს ეწოდა „ქართველ მაშველთა კორპუსი“ და სახელმწიფო კომიტეტის სტატუსი მიიღო. 1995 წელსწლის 29 აგვისტოს [[ედუარდ შევარდნაძე|შევარდნაძეზე]] მოწყობილი ტერორისტული აქტის შემდეგ დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანი და 200 მხედრიონელი, ოქტომბერში „მხედრიონის“ საქმიანობა აიკრძალა. 2001 წელს „მხედრიონს“ („პატრიოტთა კავშირი“) უარი ეთქვა პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაზე.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხედრიონი“-დან