დმანისის პლატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
დმანისის პლატოზე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 5-10°C შორის მერყეობს, იანვრის საშუალო ტემპერატურა -2°C, -7°C, ივლისის 13-21°C. ნალექები 570-700 მმ წელიწადში.
 
დმანისის პლატოს მთავარი მდინარეა მაშავერა. მისი შენაკადებია [[ფინეზაური]], [[შაჰმარლო]], [[სარფადარა]] და სხვა. ბევრია პატარა ტბა, მ. შ. უდიდესია [[ტბა ოროზმანი|ოროზმანი]]. პლატოზე გაბატონებულია მთის შავმიწა ნიადაგი, არის მთის მდელოს ნიადაგიც.
 
დმანისის პლატოზე ჭარბობს მთის სტეპები, რომლებიც ზემოთ (დასავლეთით) მდელოს ფორმაციებში გადადის. კანიონებში შემორჩენილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთის სტეპურ ლანდშაფტს უჭირავს. ფრაგმენტების სახით გავრცელებულია დაჭაობების მდელოს და ხევ-ხრამების ლანდშაფტები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დმანისის_პლატო“-დან