ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 206:
*::*რაც შეეხება მთავრულს, კიდევ გავიმეორებ რომ მთავრული გამოიყენება დღემდე, ყველგან, ოფიციალურადაც და პრაქტიკულადაც. წინა საუკუნეში არ დასრულებულა. „შკოლას“ და „ნაჩალნიკს“ აღარავინ იყენებს, მაგრამ მთავრულზე უარი არავის არ უთქვამს, ყველა სფეროში, ბეჭდურ მედიაშიც, ტელევიზიაშიც, ვებსაიტბზეც, ყველა იყენებს და მხოლოდ ქართული ვიკიპედია უნდა გამოვიდეს და თქვას უარი?! და თან ამის საბაბით ოფიციალური ლოგოტიპი დააცილოს ორიგინალს და უხეშად შეცვალოს ბრენდის ძირეული ელემენტები?!
*::*ზედა რეგისტრის გამოყენებას აქვს თავისი საფუძველი და ლოგიკა, ეს არაა უბრალოდ ლამაზი ვიზუალი. მით უმეტეს არც რუსების ან ვინმეს მოგონილი არაა. თავიდან წერა ადამიანმა დაიწყო კედლებზე და ტაძრებზე, ასე შეიქმნა დიდი ასოები ბერძნულშიც, ლათინურშიც და ქართულშიც. რუსულში და სხვებშიც. შემდეგ დაიწყეს ხელით წერა ტყავზე და ქაღალდზე და წარმოიშვა უფრო მცირე, სხვადასხვა სიმაღლის ასონიშნები. თუმცა, განვითარებულმა სამყარომ გააცნობიერა, რომ ის ძველი კი არ უნდა დაეკარგათ, გამოეყენებინათ თუნდაც დიდ ზომებზე საწერად, აბრებზე, სათაურებში, სახელებში, წერტილის მერე, რითიც ტექსტი ხდებოდა უფრო თვალსაჩინო, გამომსახველი, მრავალფეროვანი. ანუ სათაურებში და ლოგოებში იმიტომ იყენებენ მთავრულს (ყველა ენაში) რომ თავისი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, გამოკვეთილია და უკეთ აღსაქმელია თვალისთვის.
*::ქართულმაც გაიარა განვითარების ეგ ეტაპები, ჯერ იყო ასომთავრული, შემდეგ ნუსხური და ორივე გამოიყენებოდა, თუმცა ბოლოს ყველა მხედრულზე გადავიდა და ის ასომთავრული ყველამუმეტესობამ დაივიწყა და ვეღარ დამკვიდრდა. მაგრამ მისი საჭიროება იმდენად იდგა, რომ ორი საუკუნის წინ ახლიდან შექმნეს და დაგვიტოვეს. ორი საუკუნის წინ მიხვდნენ რომ ჭირდებოდათ, დღემდე ყველა ხვდება რომ საჭიროა, რადგან ფაქტია იყენებენ, მაგრამ ვიკიპედიის ლოგოში არ უნდა გამოვიყენოთ, თან ამით ორიგინალი ბრენდირებაც უნდა დავარღვიოთ?! [[მომხმარებელი:Alan.H|<font color="##056700 ">Alan</font>]] [[მომხმარებელი განხილვა:Alan.H|<span style="color:#FF8000">📭</span>]]🕙 22:17, 15 თებერვალი 2021 (UTC)
 
====A1====