რუისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ინფორმაცია მეორდებოდა
ხაზი 54:
ფეოდალურ ხანაში რუისში მდებარეობდა საეპისკოპოსო კათედრა და სოფელი წარმოადგენდა [[რუისის საეპისკოპოსო]]ს ცენტრს. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი („ეპისტოლეთა წიგნში“ მოხსენიებულია როგორც „მარუელი“) [[506]] წლის [[დვინის საეკლესიო კრება|დვინის საეკლესიო კრების]] მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის მეათე ადგილზეა დასახლებული. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რუისის [[ჩრდილოეთი|ჩრდილო]]-[[დასავლეთი|დასავლეთით]] მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ-ტაშისკარამდე. XVII საუკუნეში, [[აწყურის საეპისკოპოსო]]ს გაუქმების შემდეგ ხეობისა და სადგერის სოფლებიც მროველს დაექვემდებარა. 1715 წელს რუისის საეპისკოპოსოში, [[რუისის სამწყსოს დავთარი]]ს მიხედვით შედიოდა 84 სოფლის 1839 კომლი. [[1811]] წელს რუისის საეპისკოპო გაუქმდა.
 
რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს [[გიორგი II (საქართველოს მეფე)|გიორგი II]] ([[1072]]–[[1083]] წლები). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. [[1104]] წელს მეფე [[დავით IV აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებლის]] ([[1089]]–[[1125]] წლები) თაოსნობით მოწვეულ იქნა [[რუის-ურბნისის საეკლესიო კრება]] „სანახებთა ქართლისათა მახლობლად ორთასაეპისკოპოთა რუისისა და ურბნისასათა“. კრებამ სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გაატარა ღონისძიებები-გადააყენა უღირსი საეკლესიო პირები, რომლებსაც მემკვიდრეობით ეჭირათ თანამდებობები; მათ ნაცვლად აირჩია „ღირსნი და განსწავლულნი“, მეფის ერთგულნი; დაამტკიცა სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესი, დააკანონა გვირგვინის კურთხევის წესი და სხვ. კრებამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი „ძეგლისწერაი რუის-ურბნისის კრებისაი“.
 
[[1921]]–[[1930]] წლებში იყო [[გორის მაზრა|გორის მაზრი]]ს რუისის რაიონის ცენტრი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუისი“-დან