ქეთო და კოტე (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
No edit summary
ხაზი 2:
{{წყარო}}
[[სურათი:Victor Dolidze - Keto and Kote 4.jpg|thumb|right|200px|„ქეთო და კოტე“ [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] ]]
„ქეთო'''ქეთო და კოტეს“,კოტე''' ქართული კომიკური[[ვიქტორ ოპერის კლასიკური ნიმუშია. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის საოპერო თეატრების სცენაზე. ოპერის წარმატებას ხელი შეუწყო ნათელმადოლიძე|ვიქტორ კომედიურმადოიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გამოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია მოცემული, პარალელურად ვითარდება ლირიული ხაზი. დოლიძე ოპერაში აქტიურად იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკალური ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ვიქტორ დოლიძე იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. მან პირველმ შეიტანა ქართულ ოპერაში იუმორი, კომიზმი და სატირა.რსი==
'''ქეთო და კოტე''' — [[ვიქტორ დოლიძე|ვიქტორ დოლიძის]] ოპერა სამ მოქმედებად. [[იოსებ გრიშაშვილი]]ს ლიტერატურული რედაქციით პრემიერა გაიმართა [[თბილისი|თბილისში]] [[1919]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]].
 
„ქეთო და კოტეს“, ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის საოპერო თეატრების სცენაზე. ოპერის წარმატებას ხელი შეუწყო ნათელმა კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გამოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია მოცემული, პარალელურად ვითარდება ლირიული ხაზი. დოლიძე ოპერაში აქტიურად იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკალური ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ვიქტორ დოლიძე იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. მან პირველმ შეიტანა ქართულ ოპერაში იუმორი, კომიზმი და სატირა.
 
==ისტორია==
ოპერა „ქეთო და კოტე“ დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ [[ავქსენტი ცაგარელი]]ს ([[1857]]-[[1902]]) პიესის „[[ხანუმა (პიესა)|ხანუმას]]“ ([[1882]]) მიხედვით.
 
ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას „ქართველი ოსტროვსკიც“ კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც „ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან“. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.
 
[[1882]] წელს შექმნილმა პიესამ „ხანუმა“ იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი „ხანუმა“. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“.
 
ავქსენტი ცაგარელის პიესის სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა ვიქტორ დოლიძეს კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაებადა. კომპოზიტორის ერთი წლის მუშაობის შემდეგ დასრულებული პირველი ოპერა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა, თუმცა, ის გარკვეულ კორექტირებას საჭიროებდა ლიტერატურული გამართულობის თვალსაზრისით, ლიბრეტოს რედაქტირება ითავა თბილისური ყოფის ბრწყინვალე მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა. მან დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.
 
აღსანიშნავია, რომ პიესასთან შედარებით კომპოზიტორმა საგრძნობლად ხაზგასმული გახადა კომიკური საწყისი: ერთის ნაცვლად გამოიყენა ორი კინტო, გააძლიერა ორი მაჭანკლის ქიშპობა. მეტი კომიკური ეფექტურობისთვის ყოველ მოქმედ პირს საპირისპირო პერსონაჟი ჰყავს – გაკოტრებულ თავადს უპირისპირდება მდიდარი ვაჭარი, მაჭანკლებისა და კინტოების ანტიპოდები არიან ახალგაზრდა ინტელიგენტები – ქეთო და კოტე. ამდენად პარტიტურა აღსავსეა სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით.
 
ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი იყო სერგეი სტოლერმანი. ოპერის პრემიერა გაიმართა 1919 წლის 11 დეკემბერს. ოპერამ დადგმისთანავე მოუტანა პოპულარობა მანამდე უცნობ კომპოზიტორს - ვიქტორ დოლიძეს. „ქეთო და კოტეს“ წარმატებული პრემიერის შემდეგ თეატრის სალარომ შეკვეთა მომდევნო ათი სპექტაკლის ბილეთებზე მიიღო.
 
„ქეთო და კოტე“ ვიქტორ დოლიძის ყველაზე პოპულარულ და ამავე დროს მხატვრული თვალსაზრისით მეტად ფასეულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტის, მოხდენილი სცენური დრამატურგიის მეოხებით ქართული მუსიკის ისტორიაში მან სამართლიანად დაიმკვიდრა ეროვნული კომიკური ოპერის ჟანრის კლასიკური შედევრის ადგილი. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.
 
ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] ოპერის რამდენიმე დადგმა განხორციელდა.
 
პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას „ქეთო და კოტე“ [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და ლენინგრადში ხვდა წილად [[1937]] წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.
 
სხვადასხვა დროს „ქეთო და კოტე“ საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – [[პოლონეთი|პოლონეთში]] (ორჯერ), [[ჩეხეთი|ჩეხეთში]], [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[ბულგარეთი|ბულგარეთში]].
 
==შინაარსი==
 
===პირველი მოქმედება===
Line 58 ⟶ 33:
 
მაკარი გაოცებულია, რომ თავადმა მისი ლამაზი ქეთო დაიწუნა. დახმარებისთვის ბარბალეს მიმართავს, რომელიც ვაჭარს ჰპირდება, რომ ერთ საათში ქეთოსა და თავადს ჯვარს დასწერს. ბარბალე წერილობით პირობას ართმევს მაკარს, რომ იგი თანახმაა ჯვარი დაიწერონ ქეთომ და...- დაბნეულ მაკარს სასიძოს სახელი ავიწყდება... – კოტე, კარნახობს მოხერხებული ბარბალე.
 
ქეთო და ბარბალე ეკლესიისკენ მიიჩქარიან, სადაც მათ კოტე ელოდება.
 
შემორბის აღელვებული ბაბუსი... ყველაფერს ფარდა ეხდება, მაგრამ უკვე დაგვიანდა: ქეთომ და კოტემ ჯვარი დაიწერეს.
 
თავადი ლევანი აღარ ბრაზობს – მეტოქე მისივე ძმისწული აღმოჩნდა. თავადი მამულის ნახევარს ჩუქნის კოტეს. ყველაფერი საერთო მხიარულებით მთავრდება.
 
==ლიტერატურა==