მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

საკუთრივ სლავური სოფლები მოსკოვის ტერიტორიაზე გამოჩნდა არა უგვიანეს IX საუკუნისა. ეს იყო ვიატიჩის დასახლების ჩრდილოეთი კიდე, კრივიჩების მიწების საზღვართან.
==ეტიმოლოგია==
მსოფლიოს მრავალი ქალაქის სახელის მსგავსად, მოსკოვის სახელიც ასოცირდება მდინარე მოსკოვთან, რომელიც ამ სახელს აქდასახლებისაქ დასახლების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ატარებდა. მაგრამ ვინ დაარქვა მას სახელი ან რას ნიშნავს ეს, ზუსტად არ არის ცნობილი. დღეისათვის არსებობს სამი ძირითადი ვერსია: [[ბალტიკური ენები|ბალტიური]], [[სლავური ენები|სლავური]] და [[ფინურ-უნგრული ენები|ფინო-უგრული]].
 
ბალტიისპირული და სლავური ვერსიების თანახმად, ფესვი „მოსკი“ - შესაძლოა ნიშნავდეს "ბლანტს, ტალახიანს" ან "ჭაობს, ნესტს, ტენიანს, სითხეს". მდინარის ბალტიური სახელწოდება შეიძლება დაეტოვებინა ბალტიურენოვან გოლიადის ტომს, ხოლო სლავური სახელწოდება — აქ მცხოვრებ სლავურენოვან ტომებს, ვიატიჩებს.
 
ქალაქის სახელის წარმოშობის სხვა ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ისინი ნაკლებად თანმიმდევრული და დამაჯერებელია. კერძოდ, მოსკოვის სახელის პოპულარული შედარება მდინარე [[კამა]]ს ჰიდრონიმებთან (ბოლოსართი „–ვა“ — კოლვა, იაივა, სილვა და ა.შ.) დაუმტკიცებელია, რადგან სიტყვა ვა მნიშვნელობით "წყალი" მხოლოდ კომის ხალხთა ენაშია, რომელიც მოსკოვთან ახლოს არც არასდროს ცხოვრობდა. თუმცა, ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ კომი ენა მიეკუთვნება ფინურ-უგრულ ენათა ჯგუფს, რომელშიც "მოსკი" ნიშნავს "ძროხას", ხოლო "ვა" ნიშნავს წყალს, მდინარეს.
 
==მოსკოვის წარმოქმნა და განვითარება==
[[File:Moscow.gif|thumb|მოსკოვის ზონების რუკა. კრემლი, კიტაი-გოროდი (ჩინური ქალაქი), ბელი გოროდი (თეთრი ქალაქი), ზემლიანი გოროდი (მიწის ქალაქი)]]