მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==მოსკოვის დაწინაურება==
[[File:Vasnetsov Oborona Moskvy ot Tohtamysha 1918.jpg|thumb|თოხთამიშ-ხანის თავდასხმა მოსკოვზე. 1382 წ. ა.მ. ვასნეცოვის ნახატი]]
მოსკოვის აღზევება XIV საუკუნის პირველ ნახევარში პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთში [[მონღოლები|მონღოლ]]-[[თათრები]]ს მმართველობასთან. [[ოქროს ურდო]]მ დახარკა რუსული სამთავროები. დროდადრო მათ თავს ესხმოდნენ და არბევდნენ ურდოს ჯარები. მთავრები ოქროს ურდოს [[ყაენი]]ს თანხმობით ინიშნებოდნენ. დიდი მთავრის ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ [[ტვერი]]ს მთავრები მანამდე, სანამ ინტრიგების შედეგად მოსკოვის მთავარმა [[იური (რუსეთი)|იური დანილოვიჩმა]] (1303-1325) არ მიიღო ტიტული ურდო ხანის ხელიდან. იური დანილოვიჩი გახდა მოსკოვის პირველი მთავარი, რომელმაც მიიღო უფლება ემართა ვლადიმირის დიდი სამთავრო. ამასთან, იური დანილოვიჩს გამარჯვება დიდხანს არ უზეიმია, რადგან იგი მალევე მოკლეს ურდოში. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მთავრის მემკვიდრეებმა შეინარჩუნეს დიდი მთავრის ტიტული, ხოლო [[ივანე I (რუსეთი)|ივანე კალიტა]]მ რუსულ სამთავროებში ოქროს ურდოსათის გადასაცემად ხარკის აკრეფის უფლების მოპოვებით განიმტკიცა ძალაუფლება ტახტზე. ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი [[მოსკოვის სამთავრო]]ს დაწინაურებისა და აღმავლობისათვის. კიდევ ერთი ფაქტორი იყო მოსკოვის მიწების განცალკევება და დაცულობა სხვა სამთავროებთან შედარებით. უღრან ტყეებში ჩაკარგულ მოსკოვში უამრავი ხალხი მოედინებოდა თავშესაფრის საძიებლად, მონღოლური ჯარებისგან თავდასაცავად. 1325 წელს [[კიევი]]სა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა პეტრემ თავისი რეზიდენცია გადაიტანა [[ვლადიმირი (ქალაქი)|ვლადიმირი-კლიაზმიდან]] მოსკოვში, რის შედეგადაც მოსკოვი ასევე, დაწინაურდა სასულიერო თვალსაზრისით და იგი მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.
[[File:Расцвет Кремля. Всехсвятский мост и Кремль в конце XVII века. 1922, бумага на картоне, уголь, акварель, карандаш.jpg|thumb|კრემლის აყვავება. ყველაწმიდას ხიდი და კრემლი XVII სს. ბოლოს. ა.მ. ვასნეცოვის ნახატი]]
[[File:Moscow 1661.jpg|thumb|მოსკოვის გეგმა. 1661წ.]]
[[File:Russia 10 stamps 850 years of Moscow 1997.jpg|thumb|საფოსტო მარკის მცირე ფურცელი, გამოცემულია „რუსეთის ფოსტის“ მიერ მოსკოვის 850 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. 1997წ.]]
მოსკოვის აღზევება XIV საუკუნის პირველ ნახევარში პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთში [[მონღოლები|მონღოლ]]-[[თათრები]]ს მმართველობასთან. [[ოქროს ურდო]]მ დახარკა რუსული სამთავროები. დროდადრო მათ თავს ესხმოდნენ და არბევდნენ ურდოს ჯარები. მთავრები ოქროს ურდოს [[ყაენი]]ს თანხმობით ინიშნებოდნენ. დიდი მთავრის ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ [[ტვერი]]ს მთავრები მანამდე, სანამ ინტრიგების შედეგად მოსკოვის მთავარმა [[იური (რუსეთი)|იური დანილოვიჩმა]] (1303-1325) არ მიიღო ტიტული ურდო ხანის ხელიდან. იური დანილოვიჩი გახდა მოსკოვის პირველი მთავარი, რომელმაც მიიღო უფლება ემართა ვლადიმირის დიდი სამთავრო. ამასთან, იური დანილოვიჩს გამარჯვება დიდხანს არ უზეიმია, რადგან იგი მალევე მოკლეს ურდოში. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მთავრის მემკვიდრეებმა შეინარჩუნეს დიდი მთავრის ტიტული, ხოლო [[ივანე I (რუსეთი)|ივანე კალიტა]]მ რუსულ სამთავროებში ოქროს ურდოსათისურდოსათვის გადასაცემად ხარკის აკრეფის უფლების მოპოვებით განიმტკიცა ძალაუფლება ტახტზე. ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი [[მოსკოვის სამთავრო]]ს დაწინაურებისა და აღმავლობისათვის. კიდევ ერთი ფაქტორი იყო მოსკოვის მიწების განცალკევება და დაცულობა სხვა სამთავროებთან შედარებით. უღრან ტყეებში ჩაკარგულ მოსკოვში უამრავი ხალხი მოედინებოდა თავშესაფრის საძიებლად, მონღოლური ჯარებისგან თავდასაცავად. 1325 წელს [[კიევი]]სა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა პეტრემ თავისი რეზიდენცია გადაიტანა [[ვლადიმირი (ქალაქი)|ვლადიმირი-კლიაზმიდან]] მოსკოვში, რის შედეგადაც მოსკოვი ასევე, დაწინაურდა სასულიერო თვალსაზრისით და იგი მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.
 
[[ოქროს ურდო]]სათვის ხარკის შეგროვებით, [[ივანე I (რუსეთი)|ივანე კალიტა]]მ (1325-1340) მოახერხა მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვება, რომელიც მოსკოვის სამთავროს გავლენის გაფართოების მიზნით გამოიყენა. ივანე კალიტამ შეიძინა მთელი რიგი მიწები: [[უგლიჩი]], გალიჩ-მერსკი, ბელოოზერო; აკონტროლებდა სხვა მრავალ ტერიტორიას. იმ დროისათვის მოსკოვის მთავარი მეტოქე [[ტვერის სამთავრო]] იყო. ივანე კალიტამ გამოიყენა ოოქროს ურდოს სამხედრო ძალა ტვერის მთავრებზე საკუთარი ბატონობისა დასამყარებლად, თუმცა ეს დაპირისპირება მრავალი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. კალიტას დროსდაიწყო მოსკოვში მასშტაბური მშენებლობა ― გაჩნდა პირველი ქვის შენობები (მანამდე ქალაქი მთლიანად ხისგან იყო ნაგები). 1329 წელს დაიდგა აიგო [[იოანე კლემაქი]]ს ეკლესიის სამრეკლო, 1330 წელს დასრულდა მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მშენებლობა ბორზე - უძველესი მოსკოვის ეკლესია, რომელიც გადარჩა მე -20 საუკუნემდე და განადგურდა 1933 წელს; 1326 და 1333 წლებში ხის ეკლესიების ნაცვლად აღმართეს თეთრი ქვის [[მიძინების ტაძარი (მოსკოვი)|მიძინებისა]] და [[მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი|მთავარანგელოზის]] ტაძრები, რომელთაგან უკანასკნელი მოსკოვის მთავართა დასაკრძალავი ადგილი გახდა. 1339 წელს [[მოსკოვის კრემლი]]ს გალავანი განახლდა მუხის ახალი კედლებით და კოშკებით. მოსკოვის პოზიცია უმჯობესდებოდა ივანე კალიტას მემკვიდრეების - [[სიმეონ ამაყი]]ს (1340-1353), [[ივანე II (რუსეთი)|ივან წითურის]] (1353-1359) და, განსაკუთრებით, [[ დიმიტრი I (დონელი)|დიმიტრი დონელის]] (1359-1389) დროს. მათ დროს საბოლოოდ განმტკიცდა მოსკოვის დიდი მთავრის ტიტული და ასევე, მოსკოვის დიდ მთავარს ხელთ ეპყრა ვლადიმირის დიდი მთავრის ტიტულიც.
 
1353 წელს მოსკოვმა საშინელი კატასტროფა განიცადა - ჭირის [[ეპიდემია]]მ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის დიდი მთავარი სიმეონი და მისი ვაჟები. 1365 წელს მოსკოვი დაიწვა ყველა წმინდანის საშინელი ხანძრის დროს (ხანძარმა ეს სახელი მიიღო ყველა წმინდანის სახელობის ეკლესიის მიხედვით, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა). მოსკოვში ხანძრები სხვა დროსაც ყოფილა, რადგან ხისგან შენდებოდა და ცეცხლი ადვილას ედებოდა. იგი რამდენჯერმე დაიწვა, მაგალითად, - 1331, 1337, 1343 და 1354 წლებში. 1365 წლის ხანძრის შემდეგ უფლისწულმა დიმიტრიმ ბოიარებთან ერთად გადაწყვიტა ქვის ციხესიმაგრის მშენებლობა. ციხესიმაგრე მთელი სისწრაფით აღმართეს 1367-1368 წლებში. ამასთან, კედლებით შემოღობილი ტერიტორიის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბჭოთა მეცნიერის, ისტრორიკოსისა და არქეოლოგის ნ.ნ. ვორონინის გამოთვლებით კედლების პერიმეტრი გაიზარდა 1979 მეტრამდე. ამავე დროს, აშენდა მდინარე ნეგლინნაიას გადაღმა ქვის ხიდი. ამ დროიდან მოსკოვს თეთრქვიანი ანუ „ბელოკამენნოი“ დაერქვა. კრემლი გახდა მაშინდელ ჩრდილო – აღმოსავლეთ რუსეთში ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრე და საფორტიფიკაციო ნაგებობა. ეს იყო მოსკოვის თავდაცვითი სისტემა დიმიტრი დონელისა და მისი მემკვიდრე ვასილი დიმიტრის ძის დროს (1389-1425). ამავე დროს, მას დაემატა მონასტრების ციკლი ქალაქის განაპირას: ანდრონიკოვის (დაარსდა დაახლოებით 1357 წ.), ზაჩატიევსკის (დაახლოებით 1360 წ.), სიმონოვის (დაახლოებით 1370 წ.), პეტროვსკის (დაახლოებით 1377 წ.), შობის (დაახლოებით 1386 წ.) და სრეტენსკის (1397 წ.) მონასტრები. დიმიტრი დონელის დროს მოსკოვმა თავის მეტოქეებთან მრავალ შეტაკებას გაუძლო. მას თავს ესხმოდნენ ტვერის მთავრები, [[ლიტვის დიდი სამთავრო]], მონღოლ-თათრები. მოსკოვის სამთავრო გახდა მონღოლ-თათრების წინააღმდეგ ბრძოლაში [[რუსეთი]]ს მიწების გამაერთიანებელი. 1368 და 1370 წლებში მოსკოვს ალყა შემოარტყა ლიტვის ჰერცოგმა [[ალგირდასი|ალგირდასმა]]. ამის გარდა, დიმიტრიმ ორჯერ მოახერხა [[ოქროს ურდო]]ს სერიოზული დამარცხება: ერთხელ მდინარე ვოჟასთან (1378წ.) და ერთხელ [[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ველზე]] (1380 წ.). თუმცა, ვერ გადაარჩინა მოსკოვი 1382 წელს თოხთამიშ ხანის შემოსევისაგან. თოხთამიშმა მოატყუებით აიღო ქალაქი, გაძარცვა და გადაწვა მთლიანად, რის შემდეგაც დიმიტრი დონელმა ურდოსათვის ხარკის გადახდა განაახლა, თოხთამიშმა კი უზრუნველყო დიმიტრისა და მისი შთამომავლების დიდი მთავრობა მოსკოვის ტახტზე (1383). შემდეგ წლებში თავდასხმები შეწყდა, ხოლო ქალაქი თანდატან განახლდა და გამაგრდა.
 
ვასილი დიმიტრის ძის 36-წლიანი მმართველობა მოსკოვისათვის მშვიდი პერიოდი იყო. ერთაედრთხელ დაემუქრა მას ნამდვილი საფრთხე 1408 წელს, როცა ოქროს ურდოს თემნიკი (მხედართმთავარი) ედიღეი თავს დაესხა ქალაქს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. შედეგად მოსკოვის სამთავროს ტერიტორია გაიზარდა. ვასილი დიმიტრის ძემ გაიჩინა ახალი ქვეშევრდომები. მან შემოიერთა ნიჟეგოროდის, მურომის და სხვა სამთავროების მიწები.
 
XIV — XV სს. მიჯნაზე მოსკოვში მოღვაწეობდა წარმოშობით ბერძენი თეოფანე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მოსკოვში [[ხატწერა]]ს, [[მინიატურა]]ს და მონუმენტურ ფრეკულ მხატვრობას. თეოფანემ დააარსა სახელოსნო, სადაც საეკლესიო და თავადთა შეკვეთებს - ხატავდა თავადთა სასახლეებსა და კრემლის ტაძრებს.
 
XV ს მეორე ნახევარი მოსკოვში ატყდა შინაფეოდალური ომები, საიდანაც გამარჯვებული გამოვიდა [[ვასილი II]] (1425—1462). თავისი ხელისუფლების განმტკიცების პერიოდში ვასილიმ მოსკოვის შიგნით აღმოცენებული პატარ-პატარა სამთავროები. 1451 წელს მოსკოვის კედლებთან კვლავ გამოჩნდნენ თათრები.
 
1448 წელს კიევისა და სრულიად რუსთა მიტროპოლიტი (რეზიდენციით მოსკოვში) იონა მოსკოველი კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ იქნა დანიშნული მოსკოვის რუსული ტაძრების არქიეპისკოპოსად. ამ მოვლენამ სატავე დაუდო რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობას. კონსტანტინეპლის დაცემის შემდეგ (1453წ.) გაიზარდა მოსკოვის, როგორც რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა.
 
1488 წელს მოსკოვში კვლავ გაჩნდა ხანძარი. 1480-ან წლების ბოლოს დაიწყო ახალი ქვის კრემლის კოშკებისა და კედლების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგნენ იტალიელი ოსტატები და რომელმაც ძირითადად მოაღწია ჩვენს დრომდე.
 
==ერთიანი რუსული სახელმწიფოს დედაქალაქი==