სამშვილდის სიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 10:
[[IV საუკუნე|IV]]-[[VII საუკუნე]]ების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი [[წრომის ტაძარი|წრომის ტაძარს]] ენათესავება. წრომისაგან განსხვავებით, ტაძარს სამხრეთითა და ჩრდილოეთით მისდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთ ბოლოში დამოუკიდებელი ექვტერები ჰქონდათ. ამგვარად, გეგმა აქ შედარებით გართულებულია. გარეგნობაც დიდად მოგვაგონებს წრომს: აღმოსავლეთ ფასადზე კვლავ ნიშებია შუა სარკმლის ორ მხარეს, მაგრამ არის ნიშების მეორე წყვილიც<ref>ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 115-117</ref>.
 
სამშვილდის სიონი გეგმაში წარმოადგენდა ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას (გარეთა ზომები: 24 მ - 24 მ). მისი [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათი]] ესვენა გრძივი და განივი ღერძების გადაკვეთაზე, შუაში და ეყრდნობოდა ოთხ ბურჯს, რომელიც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ქმნიდა. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრებიდან გუმბათის ყელზე განხორციელებულია ტრომპების საშუალებით. სიონის ხუროთმოძღვრული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გვერდითი აბსიდები თავისუფლად უკავშირდებიან მთავარ საკურთხეველს და მთელ ტაძარს, ისინი არ წარმოადგენენ ცალკე დამოუკიდებელ სათავსებს<ref>[{{Cite web |url=http://memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/7963 |title=სამშვილდე. სიონი] |accessdate=2019-08-26 |archiveurl=https://web.archive.org/web/20190826045907/http://memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/7963 |archivedate=2019-08-26 }}</ref>.
 
== დათარიღება ==