მხედრიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mkhedrioni flag.gif|thumb|right|250px|მხედრიონის დროშა]]
'''მხედრიონი''' — სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა [[1989]] წლის აგვისტოში [[ჯაბა იოსელიანი]]ს მიერ. მისი თვალსაჩინო წევრები აგრეთვე იყვნენ [[თეიმურაზ ხაჩიშვილი]], [[დოდო გუგეშაშვილი]], გიგა არველაძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, და სხვები. მხედრიონი უშუალოდ მონაწილეობას სხვადასხვა ოპერაციაში, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდებოდა.
 
==ისტორია==
ორგანიზაცია თავდაპირველად [[პატრიოტიზმი|პატრიოტული]] მიზნებით შეიქმნა და დეკლარირებულად დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. 1990 წლის შემოდგომაზე გაუქმდა მისი სამართლებრივი სტატუსი, ხოლო 1991 წლის თებერვალში დაშლილ იქნა საბჭოთა და ქართული სამხედრო ძალების მიერ.<ref>{{წიგნი|ავტორი=[[სტივენ ჯონსი|ჯონსი ს.]]|სათაური=„საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“|გამომცემლობა=სოციალური მეცნიერებების ცენტრი|ორიგინალი=Georgia: A Political History of Independence|ადგილი=თბილისი|წელი=2013 [2012]|isbn=978-9941-0-5972-8|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79960|გვერდები=103}}</ref> „მხედრიონი“ აღადგინა ჯაბა იოსელიანმა 1991 წელს და ის მონაწილეობდა [[ზვიად გამსახურდია]]ს წინააღმდეგ მოწყობილ [[საქართველოს სამოქალაქო ომი|სამხედრო გადატრიალებაში]]. 1992-1993 წლებში ორგანიზაცია მონაწილეობდა ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და [[აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი (1992-93)|აფხაზეთის ომში]]. 1992 წლიდან მხედრიონი ეწეოდა ბენზინით ვაჭრობას, იარაღისა და სიგარეტის [[კონტრაბანდა]]ს ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობით. მისი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის იმდროინდელი გავლენის გამო მხედრიონი დაუსჯელად მოქმედებდა. 1992 წლის მაისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს „მხედრიონის“ საპატიო წევრი გახდა [[აშშ]]-ის სახელმწიფო მდივანი [[ჯეიმზ ბეიკერი]]. 1995 წელს „მხედრიონის“ საქმიანობა აიკრძალა. 2001 წელს „მხედრიონს“ („პატრიოტთა კავშირი“) უარი ეთქვა პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაზე.
 
==ლიტერატურა==
*{{წიგნი|ავტორი=[[სტივენ ჯონსი|ჯონსი ს.]]|სათაური=„საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“|გამომცემლობა=სოციალური მეცნიერებების ცენტრი|ორიგინალი=Georgia: A Political History of Independence|ადგილი=თბილისი|წელი=2013 [2012]|isbn=978-9941-0-5972-8|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79960|გვერდები=}}
*დემოკრატია და მოქალაქეობა, რედ. ზვიად მიმინოშვილი; გვ. 70-71 — თბილისი, 2011; ISBN 978-9941-0-3667-5
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხედრიონი“-დან