ძილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  9 თვის წინ
 
 
== ძილის დარღვევა ==
ძილის დარღვევა ვლინდება ძილის პერიოდის შემოკლებაში ან მის ავადმყოფურ გახანგრძლივებაში. ძილის დროის შემოკლებას (უძილობა) დაერთვის ძილის თვისობრივითვისებრივი დარღვევები, გაძნელებული დაძინება, მოუსვენარი ზერელე ძილი, მკვეთრი (ზოგჯერ კოშმარული) სიზმრები, ნაადრევი გაღვიძება და გაღვიძებისას დაღლილობის გრძნობა. სპეციალური გამოკვლევებით, რომლის დროსაც იყენებდნენ თავის ტვინის მოქმედების გრაფიკული რეგისტრაციის თანამედროვე მეთოდებს, დადგინდა, რომ აბსოლუტური უძილობა არ არსებობს და რომ ავადმყოფებს მაინც სძინავთ გარკვეული დროის განმავლობაში. ძილის დარღვევის ეს სახე არ არის დამოუკიდებელი დაავადება; ის სხვადასხვა მიზეზის, უფრო ხშირად ნევროზის შედეგია (იხილეთ [[უძილობა]]).
 
ძილის პერიოდის ავადმყოფური გახანგრძლივება ანუ ჰიპერსომნია დამახასიათებელია პათოლოგიური მდგომარეობის გარკვეული ჯგუფისთვის; ყველაზე ხშირია [[ნარკოლეფსია]], რომლის დროსაც აღინიშნება ძილიანობის დაუძლეველი შეტევები, დაძინებისას საშიში სიზმრები და ღამით მოუსვენარი ძილი. ე.წ. პიკვიკის სინდრომის (გულ-ფილტვების უკმარისობა მეტისმეტი სიმსუქმნის დროს) შემთხვევაში დღისით გამუდმებულ ძილიანობას ღამით ძილის დარღვევა ენაცვლება. ლეთარგიის დროს ავადმყოფებს საათების, ზოგჯერ მრავალი დღის მანძილზე სძინავთ ისე, რომ მათი გაღვიძება შეუძლებელია, ან თვითონ ეღვიძებათ მხოლოდ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
115

რედაქტირება