გურჯაანის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 24:
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი [[ჰერეთი]]ს ფარგლებში იყო და ვეჯინის საერისთავოში შედიოდა. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] 70-იანი წლებიდან, კახეთში საერისთავოების გაუქმების შემდეგ, აქ რამდენიმე სამოურავო იყო (ვეჯინის, ველისციხის, კალაურის, შაშიანის, ახაშნის, ჯიმითის, ჩუმლაყის და სხვა).
 
==ისტორია==
კალაური [[კახეთი|კახეთის]] ერთ-ერთი უძველესი სოფელია. წყაროებში ხშირად მეზობელ სოფელ [[შაშიანი|შაშიანთან]] ერთად იხსენიება, როგორც შაშიან-კალაურის თემი. სოფელი მდებარეობს [[გურჯაანი]]-[[თელავი|თელავის]] დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზაზე, რამაც ხელი შეუწყო მის განვითარებას. სოფელში ოდითგანვე მისდევდნენ [[მევენახეობა]]-[[მემინდვრეობა|მემინდვრეობას]]. [[XIX საუკუნე|XlX საუკუნეში]] განვითარებული ყოფილა მექვევრეობაც. ცნობილი მექვევრეები ყოფილან ზაქარა ხიხაძე და ისიდორე ჩუბინიძე. შემორჩენილია ზაქარა ხიხაძის კუთვნილი, ქვევრის საბეჭდი და ისიდორე ჩუბინიძის გაკეთებული ქვევრების პირები წარწერით — ისიდორე ჩუბინიძე. [[XVI საუკუნე|XVl საუკუნის]] შუა ხანებიდან [[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] წარმოქმნის შემდეგ, სოფლის ყმა-მამულის ნაწილზე სამეფო გავლენა გავრცელდა და კალაური სხვა სოფლებთან ერთად „საზირონი არიან მეფისა და კათალიკოსის“. ამავე დროს იგი ეპარქიულად [[ჭერემი|ჭერემის]] ეპისკოპოსს დაუქვემდებარეს. ჭერემის საეპისკოპოს გაუქმების შემდეგ, [[XVIII საუკუნე|XVlll საუკუნის]] შუა წლებში, თეიმურაზმა და [[ერეკლე II|ერეკლე ll]]-მ კალაური ნინოწმინდელ ეპისკოპოსს არგუნეს, მოურავ საბა ტუსისშვილის გამგებლობის ქვეშ. ამავე დროს სოფლის ყმა-მამულის ნაწილს თავადი ვაჩნაძეებიც ფლობდნენ, რომლებიც ნინოწმინდელ მოურავს მორჩილებდნენ. მოურავს სოფლის ყმა-მამულზე და ბეგარა-გამოსაღებზე დიდი უფლებები ჰქონდა მინიჭებული. მეფე და ეპისკოპოსი ცალკეული დავებისა და გაუგებრობების მოსაგვარებლად, უშუალოდ მოურავს მიმართავდნენ. 1799 წელს, კათალიკოსი [[ანტონ II|ანტონ ll]] უბრძანებდა სახლთუხუცეს ამილაბარს: „როგორც მეფის სახლთუხუცესს ახლავან მსახურები სახასოს სოფლებიდან, შენც ისე უნდა იახლო მსახურები, ერთი [[საგარეჯო|საგარეჯოდან]], ერთი [[ჯიმითი|ჯიმითიდან]] და ერთი შაშიან-კალაურიდან. [[XVII საუკუნე|XVll]]-XVlll საუკუნეებში, კალაურში მოსახლეობის ჩამოსახლება დაიწყო, როგორც კახეთის [[მთიანეთი|მთიანეთიდან]], ისე [[იმერეთი|იმერეთიდან]] ლეკიანობის დროს სოფელს ხშირად უწევდა მტრის მოგერიება.
 
== გეოგრაფია ==
Line 122 ⟶ 125:
* უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968;
* უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;
{{სძა|1-1|145|კახაძე კ.}}
 
==რესურსები ინტერნეტში==