ზიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 56:
}}
'''ზიარი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტში]] ([[არაშენდა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)|არაშენდის]] [[თემი]]), მდებარეობს [[გომბორის ქედი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 820 [[მეტრი]], [[გურჯაანი]]დან 7 [[კილომეტრი]]. [[2014]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 კაცი.
 
==ისტორია==
ზიარის ტერიტორიაზე [[ადამიანი|ადამიანის]] დასახლების კვალი ქვედა [[პალეოლითი|პალეოლითიდან]] სახლობს. ამას მოწმობს სოფლის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი [[ქვის ხანა|ქვის ხანის]] არაერთი ძეგლი. წერილობით წყაროებში ზიარი [[XI საუკუნე|XI საუკუნიდან]] იხსენიება, როგორც სვეტიცხოვლის კუთვნილი დიდი სოფელი. ზიარი ეპარქიულად [[ჭერემი|ჭერემის]] საეპისკოპოსოში შედიოდა, საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, 1757 წლიდან იგი ბოდბელ [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტს]] დაუქვემდებარეს. დაყოფის მიხედვითაც ზიარელნი ბოდბელი ეპისკოპოსის მეწინავე დროშის ქვეშ დგებოდნენ. სოფელზე გადიოდა [[ქიზიყი|ქიზიყიდან]] გადმომავალი გზა, რომელიც შემდეგ ივრის მარცხენა ნაპირს მიუყვებოდა და ჩადიოდა სოფელ [[ჩუმლაყი|ჩუმლაყში]]. ამ გზამ განსაკუთრებული მნიშვნელობა [[გვიანი შუა საუკუნეები|გვიანდელ შუა საუკუნეებში]] შეიძინა, როდესაც ერთიანი ქართული [[სახელმწიფო]] ცალკეულ სამეფოებად დაიშალა. სოფელი ზიარი ძირითადად სახასო კუთვნილება იყო, თუმცა მოგვიანებით სოფლის ყმა-მამულები [[ანდრონიკაშვილები|ანდრონიკაშვილებმა]], ერასტიშვილებმა (მათი განაყოფია) [[აბაშიძეები|აბაშიძეებმა]], ზურაბიშვილებმა დაინაწილეს. დავით [[იმამყული-ხანი|იმამყული-ხანმა]] ზიარში სახასო, სამონასტრო და სათავადო მფლობელობის მიჯნები დააწესა, რომელსაც [[ერეკლე II|ერეკლე ll]]-ც დაეთანხმა. 1842 წლის 13 დეკემბერს, ზიარის საბატონო გლეხები აჯანყდნენ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა ის, რომ მემამულეებმა აღებული ფულადი ვალის გადახდა ყმა-გლეხებს დააკისრეს. გლეხებმა უარი თქვეს მემამულეების ვალის გადახდაზე. მთავრობამ გლეხთა მღელვარება რეგულარული ჯარის ნაწილების გამოყენებით ჩაახშო.
 
==არქეოლოგიური ძეგლები==
Line 62 ⟶ 65:
==ლიტერატურა==
{{ქსე|4|519}}
{{სძა|1-1|142-143|კახაძე კ., მოწონელიძე ლ.}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზიარი“-დან