საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
1989 წელს შეტქნილ იქნა ცვლილება [[საქართველოს სსრ კონსტიტუცია (1978)|საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში]] და [[საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო|საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს]] ეწოდა უზენაესი საბჭო.<ref>{{cite web|url=http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/290303/1/Umaglesi_Sabchos_Uwyebebi_1989_N11.pdf |title=უზენაესი საბჭოს უწყებები N11 |publisher=[[საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო]] |pages=22 |date=1989 წლის აგვისტო}}</ref> მისი არჩევნები დაგეგმილი იყო 1990 წლის მარტში, თუმცა [[საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია (1990)|ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის]] გამო გადადებულ იქნა შემოდგომაზე. ამის შემდეგ მოხდა განხეთქილება [[საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა|საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში]], რომელიც დაიყო [[ზვიად გამსახურდია]]სა და [[გიორგი ჭანტურია]]ს მომხრეებად. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა არ მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ არჩევნებში, ხოლო გამსახურდიას ბლოკმა „[[მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო]]“ 1990 წლს 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში დაამარცხა მმართველი კომუნისტური პარტია და მოიპოვა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა თითქმს 70%-მა, თუმცა ძალიან დაბალი მონაწლეობა დაფიქსირდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებში.
 
უზენაესი საბჭო, მიუხედავად [[კაპიტალიზმი|კაპიტალიზმზე]] ეტაპობრივი გადასვლის მხარდაჭერისა, იქცა [[ქართული ნაციონალიზმი]]ს ორგანოდ. საბჭოში ხდებოდა უმცირესობის, ზომიერი ოპოზიციის და საბჭოში წარმომადგენლობის არმქონე ეთნიკური უმცირესობების შეხედულებათა მარგინალიზაცია. უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში გააუქმა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]]. 1991 წლის 9 აპრილს [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა|აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა]]. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს თანამდებობა და ამ თანამდებობაზე აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. ამის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა [[აკაკი ასათიანი]]. 1991 წლის აგვისტოში უზენაესმა საბჭომ აკრძალა [[საქართველოს კომუნისტური პარტია]] და გაუუქმა მანდატი ამ პარტიიდან არჩეულ საბჭოს 64 დეპუტატს.<ref>საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ტომი II, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბილისი, 2013, გვ. 283</ref>
 
იმოქმედა უზენაესი საბჭოს მხოლოდ პირველმა მოწვევამ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1992 წლამდე.<ref>[http://www.parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-respublikis-pirveli-mowvevis-uzenaesi-sabcho-1990-1991-ww საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო - 1990 - 1991 წწ]</ref> 1992 წლის იანვარში [[თბილისის ომი|სახელმწიფო გადატრიალების]] შემდეგ უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა [[საქართველოს სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭოს]] გადაწყვეტილებით 1992 წლის 2 იანვარს. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#კონსტიტუცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ|აღდგენილად გამოაცხადა]] 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — [[საქართველოს პარლამენტი]] — არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში.