კონდოლი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
== ისტორია ==
კონდოლი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, კულტურულ-სამეურნეო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მდინარე [[კისისხევი|კისისხევის]] ხეობაში კონდოლი, სოფელ [[კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი)|კისისხევთან]] ერთად, მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, როგორც სამეურნეო, ისე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. სამეფოს წერითა და გარკვეული
ისტორიულ წყაროებში ცნობილია კისისხევ-კონდოლის მოურავის თანამდებობა. გვიანდელ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] კონდოლის ყმა-მამულის დიდი ნაწილი ალავერდელი ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ იყო, რომელსაც სოფლის სამართავად თავისი მოურავი, ნაცვალი და მოურავის მდივანიც ჰყავდა დანიშნული. თავის მხრივ, ეს მოხელეები აქ საკუთარ ყმა-გლეხებსაც ფლობდნენ. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] მეორე ნახევარში კონდოლის მოურავსა და მის ნაცვლად გარკვეული სამართლებრივი დავაც ჰქონიათ. ნიკოლოზ ალავერდელი (ანდრონიკაშვილი), მოურავის ფუნქციებში და სარგოში ნაცვლის ნაზიარების საპასუხოდ,ყველამ უყურა ახლებს მისი საყდრის პირველ აზნაურიშვილს დავით გელოვანიძეს კონდოლის მოურავობას, რომელიც მათ მამით და პაპი სამკვიდროდ ჰქონიათ ბოძებული. ამასთან, იგი საგანგებოდ მიუთითებს ნაცვალს, რომ „საყდრონის სხვა ნაცვალთა მსგავსად თავის განწესებით იმოქმედოს“. ეპარქიულად კონდოლი ჭერემის საეპისკოპოსოში შედიოდა, მაგრამ მტერთა შემოსევებისგან მორჩილი საეპისკოპოსო ვეღარ ფუნქციონირებდა და [[1757]] წელს [[თეიმურაზ II]]-მ იგი კისისხევთან ერთად ეპარქიულადაც ამბა ალავერდელს დაუქვემდებარა. შემდგომში კონდოლში, [[ალავერდი|ალავერდის]] მონასტერთან ერთად, ხმა მამულს დაეუფლნენ ჩოლოყაშვილები, თუმანიშვილები, ესიტაშვილები, ჯორჯაძეები და სხვა. სამეურნეო თვალსაზრისით, კონტროლის საკმაოდ ძლიერი დასახლება იყო. სოფლის მიწები კარგად ირწყვებოდა მდინარე [[კისისხევი|კისისხევით]]. დოკუმენტური მასალების მიხედვით აქტიურად მისდევდნენ [[მემინდვრეობა|მემინდვრეობას]], მებაღეობა და [[მევენახეობა და მეღვინეობა|მევენახეობა-მეღვინეობას]].შეძლებულ ფეოდალებისა და მოვაჭრეებს ხორბლის დიდი საწყობების ჰქონიათ. კონდოლში დაყენებული [[ღვინო]] განსაკუთრებული თვისებებითა და ხარისხით გამოირჩეოდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] საგანგებოდ აღნიშნავს: „იქაც [[ღვინო]] კონდოლისა წარჩინებულიო“. კონდოლელები მოგვიანებითაც აქტიურად ეხმაურებოდა ამ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს. [[1905]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]] კონდოლელმა გლეხებმა, კისისხეველებთან ერთად, გაილაშქრეს მემამულე კუბლაშვილის წინააღმდეგ და მისგან მოითხოვეს გლეხებისა და ხიზნების ვალდებულებების გაუქმება, ტყეებისა და საძოვრების გაერთიანება.იმავე დღეს ისინი შეიკრიბნენ სოფლის კანცელარიასთან და დამატებით მოითხოვეს რეფორმებით ჩამორთმეული მიწების დაბრუნება, სოფლის საჭიროებისათვის „სამაღაზიო“ ფულის გაცემა. მთავრობამ ვერ შეძლო მათ წინააღმდეგ დამსჯელი ღონისძიებების გატარება.
|