ამერიკელი ფსიქოპათი (2000): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 41:
პატრიკი საკუთარ სახლში დაპატიჟებს თავის მდივანს, ჯეინს. ისინი ისაუბრებენ კარიერულ პერსპექტივებზე და ცხოვრებაზე, რის შემდეგ პატრიკი სჭვალების შურუპების ჩასახრახნი იარაღით დაუპირებს მოკვლას ჯეინს, თუმცა ამ დროს მისი მობილური დარეკავს და პატრიკის გეგმა ჩაიშლება, თუმცა ჯეინი ვერაფერს მიხვდება.
 
შემდეგომშიმეორე დღეს პატრიკი ხვდება ადვოკატ კიმბელს, რომელიც ეუბნება, რომ იგი არაა ეჭვმიტანილთა შორის. კიმბელი ასევე უამბობს პატრიკს, რომ პოლი თითქოს ლონდონში ნახა მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. პატრიკს პოლის სახლში აჰყავს ერთ-ერთი მეძავი და მისი ნაცნობი ელიზაბეთი, რომლებთანაც სექსით კავდება. სექსუალური აქტის დროს იგი კლავს ელიზაბეთს, რა დროსაც შეშინებული მეძავი შეეცდება გაიქცეს სახლიდან, თუმცა პატრიკი მასაც კლავს ბენზოხერხით.
 
საღამოს ქუჩაში სეირნობისას პატრიკი ბანკომატს მიუახლოვდება და დაინახავს წარწერას „შეაჭამე კატა“. იგი ერთ-ერთ ფისოს დაავლებს ხელს და მას მოკვლას დაუპირებს პისტოლეტით, რასაც გამვლელი მოხუცი ქალი დაინახავს. ბეიტმანი კლავს ამ ქალს და გაურბის პოლიციას. იგი ერთ-ერთ შენობაში შედის, სადაც დარაჯს პატრიკი აერევა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელში. პატრიკი კლავს მას და ოფისს აფარებს თავს. იგი უკავშირდება თავის ადვოკატ ჰაროლდ კარენს და უტოვებს ხმოვან შეტყობინებას, სადაც აღსარებას აბარებს მას და დაწვრილებით უამბობს თავის საიდუმლო ცხოვრებაზე. მეორე დღეს ყველგან პატრიკის მსხვერპლების სურათებია გაკრული ქუჩებში. პატრიკი პოლის სახლში მიდის, თუმცა იგი გასაყიდადაა გამოტანილი. [[რიელტორი]] პატრიკს ეუბნება, რომ სახლი არ ეკუთვნის პოლ ალენს. შემდეგ იგი თავის კოლეგებთან მიდის ვახშამზე რესტორანში, სადაც ნახავს ჰაროლდს, თუმცა მან ხუმრობად ჩათვალა ბეიტმანის შეტყობინება და შეუქო მას იუმორის გრძნობა. პატრიკი ცდილობს დააჯეროს ჰაროლდი, რომ ეს არ იყო ხუმრობა და მან მართლაც მოკლა ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლ ალენი, თუმცა ჰაროლდი ეუბნება მას, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მან პოლი ლონდონში ნახა არც თუ ისე დიდი ხნის წინ. მოგვიანებით პატრიკი თავის კოლეგებთან [[რონალდ რეიგანი]]ს საპრეზიდენტო კამპანიას განიხილავს. იგი აცნობიერებს, რომ მისი დანაშუალებები სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება, თუმცა ამ აღიარებამ მას [[კათარსისი]] არ მოუტანა და იგი მთელი დარჩენილი წლები ტანჯვაში გააგრძელებს ცხოვრებას.