ჯემალ ქარჩხაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ორთო
(გრამატიკული)
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(ორთო)
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში. შემდგომ კი კინოსტუდია — [[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]].
 
მწერლის პირველი მოთხრობა იყო „[[აბზიანიძეების ოჯახი]]“, რომელიც [[1962]] წელს გამოაქვეყნა. ნაწარმოები ჟურნალ „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობში“]] მიიტანა, სადაც შესწორებულად დაუბეჭდეს. 26 წლის მწერალმა შემდეგი მოთხრობა „ისტორიული რომანი“ კვლავ „მნათობში“ მიიტანა, რომელიც სრული სახით გამოიცა, თუმცა გაზეთ [[კომუნისტი (გაზეთი)|კომუნისტის]] ჟურნალისტმა [[ბესარიონ ჟღენტი|ბესო ჟღენტმა]] ის მიწასთან გაასწორა. "ჩემი, მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვებაგამარჯვებას შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია" — ამბობდა ამ პერიოდზე ქარჩხაძე.
 
„კომუნისტის“კრიტიკის შემდეგ მნათობმა ქარჩხაძის ნაწარმოებების გამოქვეყნება შეწყვიტა, რის გამოც ჯემალმა ბედი „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში“]] სცადა, სადაც მწერლის ნაშრომები სიამოვნებთ მიიღეს და მათი თანამშრომლობა აღარ შეწყვეტილა.
115

რედაქტირება