ჯემალ ქარჩხაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

გრამატიკული
(გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(გრამატიკული)
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ [[უხუთი|უხუთში]]. ინტერვიუში მწერალ [[მიხო მოსულიშვილი|მიხო მოსულიშვილთან]], ქარჩხაძე ამბობს: „საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“.
 
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი სწავლობდა თბილისის [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში. შემდგომ კი კინოსტუდია — [[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]].
 
მწერლის პირველი მოთხრობა იყო „[[აბზიანიძეების ოჯახი]]“, რომელიც [[1962]] წელს გამოაქვეყნა. ნაწარმოები ჟურნალ „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობში“]] მიიტანა, სადაც შესწორებულად დაუბეჭდეს. 26 წლის მწერალმა შემდეგი მოთხრობა „ისტორიული რომანი“ კვლავ „მნათობში“ მიიტანა, რომელიც სრული სახით გამოიცა, თუმცა გაზეთ [[კომუნისტი (გაზეთი)|კომუნისტის]] ჟურნალისტმა [[ბესარიონ ჟღენტი|ბესო ჟღენტმა]] ის მიწასთან გაასწორა. "ჩემი, მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვება შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია" — ამბობდა ამ პერიოდზე ქარჩხაძე.
115

რედაქტირება