მიხაელ შუმახერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი, მრბოლელის ლიცენზია და დაიწყო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. [[1984]]-[[1987]] წლებში მან რამდენიმეჯერ მოიგო გერმანიის და ევროპის ჩემპიონატები კარტინგში. 1990 წელს მიიღო ტიტული გერმანულ ფორმულა-3-ში. 1991 წლიდან განაგრძობდა სვლას უფრო მაღალ საფეხურებზე, იაპონურ ფორმულა-3000-ში მონაწილეობით. 1990 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ჩემპიონატში „German Touring Car“, და გაიმარჯვა მეხიკოსა და ავტოპოლისის რბოლებში.
 
[[1991]] წელს, სეზონის მეორე ნახევარში, „ედდედდ ჯორდანმა“ჯორდანმა შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი „ბერტრანაბერტრანა გაშოს“გაშოს ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა „ვილვილ ვებერმა“ვებერმა დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა. ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა. მალე მას შეარქვეს მეტსახელი „მზის ბიჭი“, მისი ღიმილისა და გამოკვეთილი ყვითელი კომბინიზონის გამო. პირველსავე წრეზე მან გაუსწრო მისსავე თანაგუნდელ და სამგზის ჩემპიონ ნელსონ პიკეს და ფინიშზე მივიდა რიგით მეხუთე. [[1992]] წელს მიხაელმა მოიგო მისი პირველი ავტორბოლა, რაც მისთვის მომავალში ჩვეული საქმე გახდა. 1994 წელს მიხაელ შუმახერმა მოიგო პირველი ჯგუფური ჩემპიონატი ბენეტონის გუნდისათვის, რითაც 1 ქულით გაუსწრო დეიმონ ჰილს.
 
[[1995]] წელს მიხაელ შუმახერმა დაიბრუნა თავისი ტიტული, რომლის დროსაც თავის მეტოქე დეიმონ ჰილს გადაუსწრო 33 ქულით. იმავე პერიოდში მიხაელ შუმახერი თანხმდება ფერარის კომპანიასთან თანამშრომლობას. იმ დროისათვის ფერარი უკვე 17 წლის მანძილზე ვერ იგებდა შეჯიბრებებს პირად ჩათვლაში. პირველასვე წელს მიხაელ შუმახერმა კომპანის მოუტანა სამი მოგება და მესამე ადგილი პირად ჩათვლაში. [[1997]] შუმახერი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ხერესის აუტოდრომზე კურვა დრაი საქის მოსახვევში იგი ჟაკ ვილნევს დაეჯახა და დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან. მეტიც მას ჩემპიონატში ქულები გაუუქმეს. [[1998]] წელს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ სუზუკას რბოლაზე 31 წრეზე მას საბურავი დაუზიანდა და პიტ ლეინამდე ვერ მიაღწია. იმ წელს მიკა ჰაკინენი გახდა ჩემპიონი.