საქართველოს სახალხო ფრონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
}}
 
'''საქართველოს სახალხო ფრონტი''' — ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე , ცენტრისტული მიმართულების [[პოლიტიკური პარტია]] [[საქართველო]]ში.
 
==ისტორია==
ოფიციალურად დაფუძნდა [[1989]] წლის ივნისში. თავმჯდომარედ ირჩიეს [[ნოდარ ნათაძე]]. საქმიანობა შთამბეჭდავად დაიწყო. მასში გაერთიანებული იყო 100 ათასამდე წევრი. გააჩნდა პირველადი და რეგიონალური ორგანიზაციები. დაარსებიდან ძალიან მალე საქართველოს სახალხო ფრონტთან შეიქმნა [[იმედი (სამხედრო ფორმირება)|ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია „იმედი“]], რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველი ოფიციალური სამხედრო ერთეულის — [[საქართველოს ეროვნული გვარდია|საქართველოს ეროვნული გვარდიის]] ფორმირებაში. სახალხო ფრონტი გამოდიოდა [[საბაზრო ეკონომიკა|საბაზრო ეკონომიკაზე]] სწრაფი გადასვლის წინააღმდეგ, რადგან შიშობდა, რომ უცხოური კაპიტალი დაიტაცებდა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს.<ref>{{წიგნი|ავტორი=[[სტივენ ჯონსი|ჯონსი ს.]]|სათაური=„საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“|გამომცემლობა=სოციალური მეცნიერებების ცენტრი|ორიგინალი=Georgia: A Political History of Independence|ადგილი=თბილისი|წელი=2013 [2012]|isbn=978-9941-0-5972-8|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/79960|გვერდები=54}}</ref> 1990 წელს სახალხო ფრონტთან ჩამოყალიბდა [[აიეტი (ასოციაცია)|საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია "აიეტი"]] (თავმჯდომარე [[ჰენრი კუპრაშვილი]]), რომელიც 1991 წლიდან არის დამოუკიდებლად არსებული ეკოლოგიური, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
სახალხო ფრონტს ჰქონდა პრეტენზია გაეერთიანებინა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ეს მისია ვერ შეასრულა. მოგვიანებით მას გამოეყო რადიკალების ჯგუფი, რომლებიც "[[მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო]]ს" შემადგენლობაში გადავიდნენ. საბოლოოდ, სახალხო ფრონტი რიგით პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა.
 
== ლიტერატურა ==
*საქართველოს ისტორია. XX საუკუნე. რედ. ვ.გურული. – თბილისი, გამომც.თსუ, „არტანუჯი“, 2003. გვ.222.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]]
[[კატეგორია:ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა]]