სტივენ ჯონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''სტივენ ჯონსი''' (დ. [[1952]]) — ამერიკელი ისტორიკოსი, [[მასაჩუსეტსი]]ს შტატის „მაუნტ ჰოლიოკის“ კოლეჯის პროფესორი, რუსისტი. ჯონსი ავტორია რამდენიმე წიგნისა [[კავკასია|კავკასიის]] ისტორიის და პოლიტიკის შესახებ. ის საბჭოთა და რუსულ პოლიტიკას ასწავლიდა კალიფორნიის სანტა-კრუზის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] შესახებ, არის [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] ინგლისური თარგმანის რედაქტორი. 2011 წელს ჯონსი [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] უცხოელ წევრად აირჩიეს. იმავე წელს მას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. [[ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი|ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ჯონსი კითხულობს ლექციებს თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
==ბიბლიოგრაფია==