მიხაელ შუმახერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
[[1991]] წელს, სეზონის მეორე ნახევარში, „ედდ ჯორდანმა“ შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი „ბერტრანა გაშოს“ ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა „ვილ ვებერმა“ დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა. ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა. მალე მას შეარქვეს მეტსახელი „მზის ბიჭი“, მისი ღიმილისა და გამოკვეთილი ყვითელი კომბინიზონის გამო. პირველსავე წრეზე მან გაუსწრო მისსავე თანაგუნდელ და სამგზის ჩემპიონ ნელსონ პიკეს და ფინიშზე მივიდა რიგით მეხუთე. [[1992]] წელს მიხაელმა მოიგო მისი პირველი ავტორბოლა, რაც მისთვის მომავალში ჩვეული საქმე გახდა. 1994 წელს მიხაელ შუმახერმა მოიგო პირველი ჯგუფური ჩემპიონატი ბენეტონის გუნდისათვის, რითაც 1 ქულით გაუსწრო დეიმონ ჰილს.
 
[[1995]] წელს მიხაელ შუმახერმა დაიბრუნა თავისი ტიტული, რომლის დროსაც თავის მეტოქე დეიმონ ჰილს გადაუსწრო 33 ქულით. იმავე პერიოდში მიხაელ შუმახერი თანხმდება ფერარის კომპანიასთან თანამშრომლობას. იმ დროისათვის ფერარი უკვე 17 წლის მანძილზე ვერ იგებდა შეჯიბრებებს პირად ჩათვლაში. პირველასვე წელს მიხეილმიხაელ შუმახერმა კომპანის მოუტანა სამი მოგება და მესამე ადგილი პირად ჩათვლაში. [[1997]] შუმახერი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ხერესის აუტოდრომზე კურვა დრაი საქის მოსახვევში იგი ჟაკ ვილნევს დაეჯახა და დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან. მეტიც მას ჩემპიონატში ქულები გაუუქმეს. [[1998]] წელს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ სუზუკას რბოლაზე 31 წრეზე მას საბურავი დაუზიანდა და პიტ ლეინამდე ვერ მიაღწია. იმ წელს მიკა ჰაკინენი გახდა ჩემპიონი.
 
პრესაში მიხეილმიხაელ შუმახერს ხშირად მოიხსენიებდნენ „შუმ“-ად და „წითელ ბარონად“. [[1999]] წელს დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მოიტეხა ფეხი, რამაც ხელი შეუშალა გამხდარიყო მესამეჯერ მსოფლიო ჩემპიონი. ავარიის შემდგომ შუმხერი იძულებული იყო გამოეტოვა ხუთი ავტორბოლა. მისი ბოლიდი დროებით მიკა სალომ დაიკავა. მალაიზიისა და იაპონიის გრანპრის სეზონის ბოლოს გამოჩენისას მან 1983 წლიდან პირველად ფერარის მოუპოვა კონსტრუკტორების თასი. [[2000]] წელს იაპონიის გრან პრიზე მიხეილმიხაელ შუმახერმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის მისი მესამე ტიტული, რაც ფერარისათვის 21 წლიანი ლოდინის შემდეგ განხორციელდა. მან მოიგო ჩვიდმეტიდან ცხრა რბოლა, რითაც გახდა პირველი გრან პრის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე. 2001 წელს შუმახერმა მოიგო მისი მეოთხე ტიტული და მოხსნა ალენის რეკორდი. 2002 წელს მიხაელი დომინირებდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, მოიგო რა ჩიდმეტიდან თერთმეტი გრან პრი და დაასრულა ყველა ჩემპიონატი პოდიუმზე, რითაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონის რიგით მეხუთე ტიტული გაუტოლდა რა ხუან მანუელ ფანხიოს რეკორდს. 2003 წელს ფანხიოს რეკორდიც მოხსნა გახდა რა მიხაელ შუმახერი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. [[2004]] წელს მოიგო რა თვრამეტიდან ცამეტი გრან პრი, ის დასრულებამდე გახდა შვიდგზის ჩემპიონი.
 
2005 წელს ფერარის გუნდს ჰქონდა ჩავარდნა, რომლის დროსაც უპირატესობა რენოს გუნდმა მოიპოვა მრბოლელ ფერნანდო ალონსოს სახით. ამ ორთაბრძოლაზე მიხაელ შუმახერს ხვდა მხოლოდ მესამე ადგილი. 2006 წელს ალონსომ კვლავ გაიმარჯვა. შუმახერმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებამდე დატოვებდა სპორტს, თუმცა ფერარის კომპანიაში დარჩა ექსპერტისა და მრჩეველის სახით, პარალელურად ტესტირებას უწევდა ბოლიდებს.
 
2008 წელს მიხეილმიხაელ შუმახერი მონაწილეობდა ფილმ „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშობებზე“, სადაც იგი ასპარეზობდა წითელი ეტლით.
 
2009 წლის 29 ივლისს მიხეილმიხაელ შუმახერი დაუბრუნდა დიდ სპორტს. [[2009]] წლის ევროპის გრან პრიზე მას უნდა შეეცვალა ტრამვირებული ფილიპ ი მაში. 2009 წლის 31 ივლისს მიხაელ შუმახერმა ბოლიდი გატესტა ავტოდრომზე იტალიაში, მაგრამ თებერვალში მიღებული კისრის ტრამვის გამო მას გრან პირიში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.
 
2009 წლის ბოლოს მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მერსედეს-ბენცის გუნდთან. [[2010]] წელს შუმი კვლავ დაუბრუნდა ფორმულა ერთს. იგი მერსედესის შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ნიკო როსბერგთან ერთად (ის ასევე F1-ის ყოფილი მრბოლელის კეკე როსბერგის შვილია) 2010-2012 წლებში შუმახერმა ერთი პოულ პოზიცია დაისაკუთრა მონაკოში და ერთი პოდიუმი ვალენსიაში. [[2012]] წლის 24 ივნისს ევროპის გრან პრიზე პირველად სპორტის დაბრუნების შემდეგ ავიდა პოდიუმზე, დაიკავა რა მესამე ადგილი. იმავე წელს მიხაელ შუმახერმა დატოვა ფორმულა 1 და გამოაცხადა მისი სპორტული კარიერის დასასრული.
ხაზი 46:
მიხაელ შუმახერს ძალიან იტაცებდა ექსტრემალური სპორტი. მას ასევე ჰქონდა სპრინგერის ლიცენზიაც, რომელიც უფლებას აძლევდა პარაშუტით მარტო გადმომხტარიყო საფრენი აპარატიდან.
 
მიხეილმიხაელ შუმახერი ითვლება ერთ-ერთ მაღალანაზღაურებიან სპორცმენად, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე არაერთი ასეული მილიონი დოლარის გამომუშავება შესძლო, რომლიდანაც ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებში დახარჯა.
 
2013 წლის 29 დეკემბერს მიხეილმიხაელ შუმახერი შვილთან და მის მეგობრებთან ერთად კატაობდნენ სათხილამურო ტრასაზე საფრანგეთის ალპების კურორტ მარიბელიში. სპორცმენმა გადაწყვიტა გასულიყო ტრასიდან და 20 მეტრი გასულიყო მოუმზადებელ მონაკვეთზე. თოვლის საფარის ქვეშ არსებულ ქვაზე ფეხის დაცდენით იგი დაეცა და კლდეზე შეჯახებით მიიღო თავის ტრამვა.
 
==ოჯახი==