კოპა ამერიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ისტორია 2
ხაზი 8:
== ისტორია ==
პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინეტნზე დაფუძნდა იყო [[ლიმა|ლიმას]] კრიკეტის და ფეხბურთის კლუბი. ის [[პერუ|პერუს]] დედაქალქში 1859 წელს შეიქმნა. XIX საუკუნუს 70-80-იან წლებში ფეხბურთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ კონტინენტზე. 1893 წელს შექიმნა [[არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია]]. მისი ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი 1910 წელს. ამ ტურნირზე არგენტინასთან ერთად ჩილე და ურუგვაი მონაწილებდნენ. ამის შემდეგ, 1916 წელს, ისევ არგენტინელიბის ორგანიზებით გაიმართა კიდევ ერთი ტურნირი, ''Campeonato Sudamericano de Football'', რომელშიც არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს გათამაშება ითველება პირველ კოპა ამერიკად, რომელსაც შემდეგ რეგულარული სახე მიეცა. პირველი ისტორიული ტურნირის გამარჯვებული ურუგვაის ეროვნული ნაკრები გახდა, მას შემდეგ რაც უგოლო ფრე ითამაშა მასპინძელ არგენტინელებთან დასკვნით მატჩში.
 
ამ გამარჯვების შემდეგ ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია გამოვიდა ინიციატივით რომ შეექმნათ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია. თავდაპირველად ამ კონფედერაციაში 4 ქვეყანა მოიაზრებოდა - ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და ბრაზილია. ასე დაარსდა CONMEBOL 1916 წლის 9 ივლისს. მომდევნო წელს ტურნირს ურუგვაიმ უმსაპინძლა და ამჯერადაც გაიმარჯვა. გადამწყვეტი მატჩი კვლავ არგენტინის წინააღმდეგ ითამაშეს და 1-0 მოიგეს. 1918 წელს ტურნირი ბრაზილიაში უნდა ჩატარებულიყო მაგრამ გრიპის ვირუსი გამო გაუქმდა. მომდევნო წელს ბრაზილიამ მაინც უმასპინძლა კოპა ამერიკას და პირველ თასსაც დაუფლა. 1920 წელს უკვე ჩილე იყო მასპინძელი და კვლავ ურუგვაიმ მოიგო.
 
1921 წელს კონმებოლს პარგვაიც შეურთდათ და შესაბამსიად კოპა ამერიკის გათამაშებაშიც ჩართო. ამ წელს არგენტინელებმა იამრჯვეს. მომდევნო წლებში ტურნირზე ურუგვაი დომინირებდა. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროისთვის კოპა ამერიკა ყველაზე წარმომადგენლობითი სანაკრებო ტურნირი იყო, ვიდრე 1928 წელს [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები|ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს]] არ დაემატა საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც 17 ქვეყნა მონაწილეობდა. ზაფხულის ოლიმპიადაზე ურუგვაისთან წაგებული ფინალის გამო 1929 წელს არგენტინელებმა შური კოპა ამერიკაზე იძიეს და კიდევ ერთხელ დაუფლნენ სამხრეთ ამერიკის თასს. ამ პერიოდში ტურნირს დაემატა კიდევ ორი ქვეყანა - ბოლივია (1926) და პერუ (1927).
 
 
 
{{fb start}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპა_ამერიკა“-დან