თამაზ გამყრელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
გამყრელიძის ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ ([[1959]]). სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მონოგრაფიამ „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ ([[1965]], [[გივი მაჭავარიანი]]ს თანაავტორობით), სადაც მოცემულია საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელების აღდგენა.
 
[[2005]] წელს გამყრელიძე არჩეულ იქნა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის]] პრეზიდენტად, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წლამდე შეინარჩუნა. იგი არჩეულიაარჩეული იყო საზღვარგარეთის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. იყო [[ბონი|ბონის]] ([[გერმანია]]) და [[ჩიკაგო|ჩიკაგოს]] ([[აშშ]]) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. [[1986]]–[[1988]] წლებში ასრულებდა ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტის საპატიო მოვალეობას.
 
[[1990]]–[[1991]] წლებში იყო [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი]]: [[საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი|საქართველოს კომპარტიის]] სიით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე]] (1991 წკის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); [[1992]]-1995 წლებში [[საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის]] წევრი: პროპორციული წესით, N1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. [[1995]]–[[1999]] წლებში იყო [[საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი]] პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. [[1999]]–[[2004]] წლებში იყო [[საქართველოს პარლამენტის მეხუთე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი]] პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.