ბაყაყი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
არასწორედ ეწერა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 17:
| არეალის ლეგენდა =
}}
''' ბაყაყი''' ({{lang-la|Rana}}) — [[უკუდო ამფიბიები]]ს გვარი [[ბაყაყისებრნი|ბაყაყისებრთა]] ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია ([[გოლიათი ბაყაყი]] 325 მმ სიგრძისაა). [[საქართველო]]ში გვხვდება [[ტბის ბაყაყი]] (Rana ridibunda) ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აქვსგააჩნია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად. აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება უმთავრესად მწერებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ფრინველების ბარტყებით, ბიგებით და ამფიბიების ახალგაზრდა ფორმებით. ზამთრობს წყალსატევების ფსკერზე. დებს 9000-მდე ქვითირს. ტბის ბაყაყის თავკომბლების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;
 
[[მცირე აზიური ბაყაყი]] (Rana macrocnemis) ზემოდან ღია მურა, წენგოსფერი ან ყავისფერია და მუქი ლაქები აქვს. მუცელი უხალებოა, ვარდისფერი ან მონარინჯისფრო-წითელი. გავრცელებულია მზირე აზიაში, ამიერკავკასიაში და წინაკავკასიაში. ბინადრობს მთის ტყეებში, ტყე-სტეპებში და ალპურ მდელოებზე. ზღვის დონიდან 3000 მ-მდე. წყალს დიდ მანძილზე არ შორდება. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაყაყი“-დან