ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2021/განხილვა:მატილდა გვარლიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 130:
 
მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩაერთეთ დისკუსიაში. მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე საკითხზე:
 
წყაროებად დამოწმებული მაქვს საქართველოში წამყვანი და რეიტინგული ტელევიზიების სიუჟეტები. მაგალითად, რუსთავი 2, ტელეკომპანია იმედი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1 tv.ge. ასევე, ავტორიტეტული ონლაინგამოცემები. ყველა ეს მედიასაშუალება მაუწყებლობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული უფლებით. ყველა ეს მედიასაშუალება აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ იკვლევენ და მათ შესახებ ანგარიშებს წარადგენენ ყოველწლიურად. მაგალითად, Humans Rights Watch და სხვ. ამრიგად, ამ მედიასაშუალებებს და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე მეტი დამაჯერებლობა გააჩნია, ვიდრე უბრალოდ პერსონალურ ბლოგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტელევიზიებისა თუ ონლაინგამოცემების მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალები კონკრეტულად მიძღვნილია მატილდა გვარლიანის პერსონის მიმართ, ინტერვიუების მთავარი თემა სწორედ მატილდა გვარლიანის სამოდელო კარიერაა. აღსანიშნავია, ასევე, რომ ეთერები, რომლებშიც მატილდა მთავარ სტუმრად არის მიწვეული, წარმოადგენს კულტურულ-სოციალური თემატიკის სატელევიზიო გადაცემებს, და არა ე.წ. ყვითელ შოუებს.