ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2021/განხილვა:მატილდა გვარლიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 126:
::::::აღნიშნულ ფილმში "მემენტო მორი" მატილდა გვარლიანი ფილმის ნაწყვეტში კი არ ჩნდება, არამედ ფილმის მთავარი გმირია. როლზე შეირჩა თავისი უნიკალური და სახასიათო გარეგნობის გამო. რასაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში - მაღალი მოდის ბრენდები აფასებენ და საკუთარ სახედ გაიხადეს მატილდა. --[[სპეციალური:წვლილი/212.72.143.62|212.72.143.62]] 14:25, 9 თებერვალი 2021 (UTC)
:::::::ეს რეალურად არაფერს ცვლის, ისევ კრიტერიუმებიდან გამომდინარე :) [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 14:40, 9 თებერვალი 2021 (UTC)
 
== დამატებითი არგუმენტები ==
 
მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩაერთეთ დისკუსიაში. მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე საკითხზე:
წყაროებად დამოწმებული მაქვს საქართველოში წამყვანი და რეიტინგული ტელევიზიების სიუჟეტები. მაგალითად, რუსთავი 2, ტელეკომპანია იმედი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1 tv.ge. ასევე, ავტორიტეტული ონლაინგამოცემები. ყველა ეს მედიასაშუალება მაუწყებლობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული უფლებით. ყველა ეს მედიასაშუალება აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ იკვლევენ და მათ შესახებ ანგარიშებს წარადგენენ ყოველწლიურად. მაგალითად, Humans Rights Watch და სხვ. ამრიგად, ამ მედიასაშუალებებს და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე მეტი დამაჯერებლობა გააჩნია, ვიდრე უბრალოდ პერსონალურ ბლოგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტელევიზიებისა თუ ონლაინგამოცემების მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალები კონკრეტულად მიძღვნილია მატილდა გვარლიანის პერსონის მიმართ, ინტერვიუების მთავარი თემა სწორედ მატილდა გვარლიანის სამოდელო კარიერაა. აღსანიშნავია, ასევე, რომ ეთერები, რომლებშიც მატილდა მთავარ სტუმრად არის მიწვეული, წარმოადგენს კულტურულ-სოციალური თემატიკის სატელევიზიო გადაცემებს, და არა ე.წ. ყვითელ შოუებს.
ისევ წყაროებთან დაკავშირებით, მინდა, პარალელი გავავლო რამდენიმე სტატიასთან ქართული ვიკიპედიიდან უცხოელი მოდელების შესახებ. მაგალითისთვის, ადრიანა ლიმა. სტატიის წყაროებია: Vogue Italy, Fashion Model Directory, Models.com, IMDb - ეს ყველა წყარო, ასევე, წერს მატილდა გვარლიანზე, და ყველა ეს აღნიშნული წყარო ჩემს სტატიაშიც არის მითითებული. მსგავსი წყაროები (ვგულისხმობ, მოდის საიტებსა და ჟურნალებს) გამოყენებულია ასევე სტატიაში „კაროლინა კურკოვი“, რომლის ავტორიც არის ოქროს ბოტი (რომელიც ეკუთვნის მომხმარებელ გიო ოქროს). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდელების საქმიანობის დასადასტურებლად ე.წ. აკადემიური წყაროები აუცილებლობას არ წარმოადგენს (მაშინ გამოდის, რომ ყველა სტატია მოდელების შესახებ წასაშლელია). გარდა ამისა, მოგეხსენებათ, მოდის სფეროზე, ყოველშემთხვევაში საქართველოში, კლასიკური გაგებით კვლევები, სადისერტაციო ნაშრომები და სხვ. არ იწერება. ორმაგი სტანდარტების დაწესება კი, უსამართლობა იქნება - როცა ერთსა და იმავე კატეგორიის სტატიებს შორის ერთს გაცილებით მკაცრ და შეუსაბამო მოთხოვნებს უყენებ.
აქ ერთმა ვიკიპედიელმა ახსენა, და არ შემიძლია, არ შევეხო სტატიას თაკო ნაცვლიშვილის შესახებ. თაკო ნაცვლიშვილი, ისევე, როგორც მატილდა, არის ქართული მოდის ინდუსტიის გამოჩენილი და საამაყო სახე. შეიძლება ითქვას, პიონერი ამ მიმართულებით. იგი გახდა არმანის სახე, რაც უდიდესი წარმატებაა. თაკო ნაცვლიშვილის შესახებ სტატია დადასტურებულია ინგლისურენოვან ვიკიპედიაში, ქართულში კი რატომღაც წაშლილია (იმ სტატის შექმნაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც განხილვა მინახავს). გამოდის, რომ ქართული ვიკიპედია მოდის ინდუსტრიას არ ცნობს? მაშინ გადავარქვათ სახელი და დავარქვათ ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობარი.
გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა მოდის სფეროში ვერ ერკვეოდეს, თუმცა, ალბათ, განხილვის გვერდიც ამიტომ არსებობს - დისკუსიის საფუძველზე მივიღოთ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. --[[სპეციალური:წვლილი/46.49.19.167|46.49.19.167]] 19:42, 9 თებერვალი 2021 (UTC)