ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
უძვლეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. როგორც საეკლესიო ტრადიციით არის ცნობილი, წმიდა მეფე [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] [[იერუსალიმი]]დან [[საქართველო]]ში ჩამოტანილი წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი [[ნიქოზის საკათედრო ტაძარი|ნიქოზის საკათედრო ტაძარში]] დააბრძანა. XIII ს-ში [[თამარ მეფე|თამარ]] მეფის ასულმა [[რუსუდანი|რუსუდანმა]] წმიდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა [[იერუსალიმი]]დან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმიდა ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, [[1799]] წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმიდა ჯვარი დაიკარგა.
 
VI ს. შუა წლებში, [[541]] წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. [[1186]] წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ [[არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (XIX ს.საუკუნე)|არბოს]] წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] ცნობით - „[[ერედვი|ერედვის]] მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“.
 
ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნთსაცავები ჰქონდათ. მათგან აღსანიშნავია [[იკორთის ტაძარი|იკორთის]] წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძლავრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. აღსანიშნავია, ასევე [[ყანჩავეთი|ყანჩაეთის]] მონასტერი. ყანჩაეთის კაბენის მონასტერში ინახებოდა XII-XIII საუკუნეების ოთხთავი და [[XVII საუკუნე|XVII]] საუკუნის ჟამგულანი. მდიდარი წიგნთასაცავი ჰქონდა [[ცხავათი|ცხავატის]] მაცხოვრის ეკლესიას, რომელიც XX– ს-ის 30-იან წლებში გაძარცვეს.