ლიპყინული: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Ice on grass.jpg|მინი|მინი|ლიპყინული]]
'''ლიპყინული''' — მკვრივი [[ყინული]]ს ფენა, რომელიც წარმოიქმნება [[დედამიწა]]სა და საგნებზე, მათ ზედაპირზე გადაცივებული [[წვიმა|წვიმის]] წვეთებისა და [[ნისლი]]ს დაყინვისას. ლიპყინული უმეტესად სუსტი ყინვების (0°-იდან –3°-მდე), ზოგჯერ უფრო დაბალი [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] (–16°) დროს ჩნდება. წარმოიქმნება ძირითადად საგნის ქარპირა მხარეს. დაყინული ყინულის ქერქის სისქე რამდენიმე სანტიმეტრია. თავისი სიმძიმით ამტვრევს [[ხე]]ებს, ბოძებს, იწვევს [[გზა|გზებზე]] მიმოსვლის შეწყვეტას,
ლიპყინული [[საქართველო]]ში ჩნდება აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრის დროს; მის გაჩენაში დიდ როლს ასრულებს [[რელიეფი]]ს ფორმა, განსაკუთრებით [[ქედი|ქედების]] მიმართულება. ლიპყინული უფრო ხშირია ქარისკენ მიქცეულ ფერდობებზე. ლიპყინული [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედზე]], [[ლიხის ქედი|ლიხის ქედი]]ს დასაველთ კალთაზე, [[გაგრის ქედი|გაგრის ქედსა]] და [[მამისონის უღელტეხილი|მამისონის უღელტეხილზე]] წელიწადში 3–6 დღეა. იშვიათად ჩნდება [[საქართველოს მთათაშორისო ბარი|საქართველოს მთიანეთშორის ბარში]].<ref>გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.</ref>
|