არ არის რედაქტირების რეზიუმე
ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) მ (→ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB) |
No edit summary |
||
'''ნახატი''' — ხელით შესრულებული (კონტურული ხაზის, შტრიხის, ლაქის და სხვა შერწყმით მიღებული) გრაფიკული გამოსახულება. ნახატი იქმნება ერთი ან რამდენიმე ფერის ორგანული შეხამებით. იგი მხატვრობის ([[ფერწერა]], [[გრაფიკა]], [[რელიეფი]]) საფუძველია, შეიძლება დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებიც იყოს (დაზგური გრაფიკა). ნახატს ქმნიან მშრალი და თხევადი საღებავებით. მშრალი ნივთიერებაა ნახშირი, რომელსაც ანტიკური ხანიდან იცნობენ. აღორძინების ეპოქაში ხმარობდნენ ე. წ. იტალიურ ფანქარს (
ნახატი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. პირველად მას ვხვდებით პირველყოფილ [[ხელოვნება]]ში - კლდისა და [[გამოქვაბული]]ს მხატვრობაში. ნახატს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველ [[ეგვიპტე]]ში. წმინდა გრაფიკული ხასიათისაა ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ. წ. XVI-XI სს.) პერიოდში პაპირუსებზე შესრულებული ნახატები. განსაკუთრებით პლასტიკურია ნახატები კლასიკური პერიოდის ძველ ბერძნულ ლარნაკწერაში, რეალურ ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვება ჩანს [[აბრეშუმი|აბრეშუმსა]] და ქაღალდზე [[ტუში]]თ შესრულებულ ნახატებში, რომელთაც ქმნიდნენ ძვ. წ. IV საუკუნის ჩინეთში და მოგვიანებით [[იაპონია]]სა და შორეული აღმოსავლეთ ქვეყნებში ([[პეიზაჟი]], ადამიანთა, ცხოველთა, ყვავილების გამოსახულება).
|