ადამიანის უფლებები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
ადამიანის უფლებების თანამედროვე დისკურსის წინამორბედი იყო შუასაუკუნეებში წარმოშობილი იდეები, რომლებიც XVII საუკუნეში ევროპულ განმანათლებლობას ახლდა თან. ამ ეპოქის ინგლისელი ფილოსოფოსი, [[ჯონ ლოკი]] ასაბუთებდა, რომ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება ის ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც არ შეიძლება დაექვემდებაროს სოციალურ კონტრაქტს. XVIII საუკუნის ორმა მთავარმა მოვლენამ, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] [[1789]] წელს და [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] [[1776]] წელს, საფუძველი დაუდო ორ ძირითად დოკუმენტს, რომლებშიც არტიკულირებულ იქნა ადამიანის გარკვეული უფლებები - ეს იყო ფრანგული „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“ და ამერიკული „შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია“, რომლებიც ეხებიან სამოქალაქო და ადამიანის უფლებების თავდაპირველ ჩარჩოს.
 
ადამიანის უფლებების დისკურსის თავდაპირველი ჩარჩოს გაჩენისთანავე გაჩნდა პირველი კრიტიკული გამოხმაურებებიც. [[1791]] წელს, [[ოლიმპია დე გუჟი|ოლიმპია დე გუჟმა]], ფრანგმა პუბლიცისმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა ქალმა, რომელიც მაშინდელ საფრანგეთში ქალთა უფლებების აღიარებისთვის იბრძოდა, დაწერა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის“ ალტერნატიული დეკლარაცია, სახელად „ქალისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, ვინაიდან სიტყვა „ადამიანი“ დეკლარაციის ოფიციალურ ვერსიაში უდრიდა „კაცს“ (“l’homme”„l’homme“ -ფრანგ.).
 
XVIII და XIX საუკუნეებში ამ დოქტრინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე ისეთი ფილოსოფოსების შრომებმა, როგორიცაა [[ჯონ სტიუარტ მილი]] და [[გეორგ ვილჰელმ ჰეგელი]]. [[1849]] წელს ჰენრი დევიდ თორო, საკუთარ ტრაქტატში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე“, წერდა ადამიანის უფლებებზე, რამაც, მოგვიანებით, დიდი გავლენა მოახდინა სამოქალაქო და ადამიანის უფლებების გარშემო მოაზროვნეებზე.