მემცენარეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ცალკე უნდა აღინიშნოს ნ. ვავილოვის დიდი ღვაწლი სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ინტროდუქციასა და კულტურული მცენარეთა წარმოშობის კერების შესწავლისა და მსოფლიო კოლექციის შექმნაში.
 
მემცენარეობა [[საქართველო]]ში სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, საქართველო და საერთოდ ამიერკავკასია ითვლება მსოფლიოში კულტურული მცენარეთა წარმოქმნის ერთ-ერთ ცენტრად. მინდვრის კულტურების შესწავლის მნიშვნელოვან წყაროდ უნდა მივიჩნიოთ [[ივანე ჯავახიშვილი]]ს შრომები „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ“ , — აგრეთვე [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს „სიტყვის კონა“ და [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“, სადაც განხილულია საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დარგები და კულტურები, განმარტებულია მრავალი სამიწათმოქმედო ტერმინი.
 
მემცენარეობის პრობლემებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც
ხაზი 19:
მემცენარეობას მეცნიერული საფუძვლები ჩაეყარა XIX საუკუნის დამლევს, როდესაც საქართველოში დაარსდა ყარაიის, საქარის, აჯამეთის, ოზურგეთის საცდელი მინდვრები. 1920 წელს თსუ-ში გაიხსნა მემცენარეობის (კერძო მიწათმოქმედების) კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ი. ლომოური, მანვე დაწერა პირველი სახელმძღვანელო: „მარცვლეული კულტურები“ (I და II ნაწილი).
 
საქართველოში მემცენარეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეცნიერებმა ი. ლომოურმა, ლ. დეკაპრელევიჩმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, გ. აბესაძემ, ი. ბახტაძემ, ვ. სუპატაშვილ, ა. შ. ჭანიშვილმა, მ. დალაქიშვილმა, ა. ჯაფარიძემ, მ. სიხარულიძემ და სხვებმა. დამუშავდა აგროწესები და სახელმძღვანელოები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ღონისძიებათა შესახებ, რომელთა განხორციელებამ უზრუნველყო რესპუბლიკაში მემცენარეობის პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვნად გადიდება.
 
საქართველოში მემცენარეობის საკითხებს სწავლობს და ამუშავებს ი. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტების შესაბამისი კათედრები. საქართველოში მემცენარეობის საკითხებს განიხილავს ჟურნალი „[[საქართველოს სოფლის მეურნეობა]]“ (1921-იდანდან). მემცენარეობის საკითხები შუქდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საცდელი სადგურისა და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო შრომებში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მემცენარეობა“-დან