კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რომანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
 
== ბიოგრაფია ==
კონსტანტინე ნიკოლაევიჩი დაიბადა 1827 წლის 21 სექტემბერს ზამთრის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა [[ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ I-ის მეუღლე)|ალექსანდრა ფიოდოროვნას]] (ქალიშვილობაში შარლოტა პრუსიელი) შუათანა ვაჟი. მამის მხრიდან იგი [[ეკატერინე II]]-ის შვილთაშვილი და იმპერატორ [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I]]-ის შვილიშვილი, ხოლო დედის გერმანიის იმპერატორ [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმ I]]-ის დისწული და იმპერატორ [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხ III]]-ის მამიდაშვილი იყო.
 
ცნობილია, რომ იგი თავისი ძმის, იმპერატორ [[ალექსანდრე II (რუსეთი)|ალექსანდრე II]]-ის თანამოაზრე იყო და მას მხარს უჭერდა რეფორმების გატარებაში. იგი ცნობილი ლიბერალი და ხელოვნების დიდი მფარველი იყო. 1845 წელს მანვე დააარსა [[რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება|რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება]]. 1854 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის საიმპერატორო ფლოტილიის რეფორმების გატარებაშიც.
 
1862-1863 წლებში დიდი მთავარი კონსტანტინე ნიკოლაევიჩი პოლონეთის მეფისნაცვლად იყო დანიშნული. როდესაც იმპერატორი ალექსანდრე მას ამ წოდებას აძლევდა, ცნობილია, რომ განაცხადა: „მოდი პოლონელებს თავიანთი სამეფო კარი და ინტრიგები ჰქონდეთ“. დიდმა მთავარმა პოლონელებს თავიანთი ლიბერალური შეხედულებების გაზიარება დაუწყოთ, მაგრამ მის რეფორმებს იქ მტრულად შეხვდნენ, რაც 1863 წლის იანვრის ამბოხებითა და მისი გადადგომით დამთავრდა.
 
1889 წელს დიდი მთავარ კონსტანტინეს [[ინსულტი|ინსულტმა]] დაარტყა, რასაც სულ მალე მოჰყვა ინსულტის მეორე შეტევაც, რამაც მას მეტყველებისა და სიარულის უნარი დააკარგვინა. ამის გამო უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანად თავის ცოლზე გახდა დამოკიდებული. იგი სულ სამ წელიწადში, 1892 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა პავლოვსკის სასახლეში, 64 წლის ასაკში.
 
== ქორწინება და შვილები ==