ტობოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 48:
|Commons =
}}
'''ტობოლი''' ({{Lang-kk|Тобыл}}, {{Lang-ru|Тобол}}) — მდინარე [[ყაზახეთი|ყაზახეთსა]] და [[რუსეთი|რუსეთში]]; [[ირტიში|ირტიშის]] ([[ობი|ობის]] აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1591 [[კმ]], აუზის ფართობი 426 ათასი [[კმ²]]. ყაზახეთში ტობოლის აუზში მდებარეობს ვრცელი [[გაუდინარი არე]] (62&nbsp;000 კმ²). სათავეს იღებს მდინარეების ქოქფექთისაისა და ბოზბიეს შეერთების შედეგად. ზემო წელზე მიედინება [[თურღაის პლატო|თურღაის პლატოზე]] და აქვს მთის მდინარის ხასიათი, შუა და ქვემო წელზე — [[დასავლეთ ციმბირის ვაკე|დასავლეთ ციმბირის ვაკეზე]], ფართო ტერასულ ხეობაში, სადაც 5 კმ-მდე სიგანის ჭალები და მრავალი ნამდინარევი ტბაა. ქალაქ [[ტობოლსკი|ტობოლსკთან]] ერთვის ირტიშს. ტობოლის აუზში დაახლოებით 20 000 ტბაა საერთო ფართობით 9000 კმ². დიდი შენაკადებია: უბაგანი, სუერი, ტაპი (მარჯვენა); აიატი, ტუი, ისეტი, [[ტურა (მდინარე)|ტურა]], ტავდა (მარცხენა). უპირატესად იკვებება თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის 60%), ქვემო წელზე იზრდება წვიმის წყლის წილი. ყველაზე ჭარბწყლიანი პერიოდია მაისიდან და ივნისამდე, მცირეწყლიანი — აგვისტოდან მარტამდე. ქვემოთში წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი 810 [[მ³]]/[[წმ]]-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 25,6 [[კმ³]]),<ref name="დრე" /> შესართავში — 805 მ³/წმ (მაქს. 6350 მ³/წმ), ზემოთში — 26,2 მ³/წმ (მაქს. 348 მ³/წმ). საშუალო სიმღვრივე — 260 გ/მ³. წელიწადში ჩამოაქვს 1600 ტონა ნატანი.<ref>{{დსე წიგნი | სათაური = Тобол | ტომი = 26}}</ref> იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში. მდინარის და მის შენაკადთა წყალი გამოიყენება წყალმომარაგებისა მიზნით და სარწყავად. ყაზახეთის ტერიტორიაზე მასზე მდებარეობს მრავალწლოვანი რეგულირების ზემო ტობოლისა და ყარათომარის წყალსაცავები; რუსეთის ტერიტორიაზე — სეზონური რეგულირების კურგანის წყალსაცავი. სანაოსნოა შესართავიდან მდინარე [[ისეტი (მდინარე)|ისეტის]] შერთვამდა (437 კმ). მის ნაპირებზეა ქალაქები: [[ლისაკოვსკი]], [[რუდნი]], [[კოსტანაი]] (ყაზახეთი), [[კურგანი]], [[იალუტოროვსკი]], [[ტობოლსკი]] (რუსეთი).<ref name="დრე">{{დრე წიგნი | ავტორი = Михайлова М. В. | სათაური = Тобол | ტომი = 32 | გვ = 207 | id = 4194557}}</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტობოლი“-დან